ირაკლი ღარიბაშვილი: რა თქმა უნდა, საზოგადოება აღშფოთებული და შოკირებულია

ირაკლი ღარიბაშვილი: რა თქმა უნდა, საზოგადოება აღშფოთებული და შოკირებულია

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ესმის საზოგადოების იმ ნაწილის რეაქცია, რომელიც თითქმის ყოველდღიურად "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებზე აგრესიას ახორციელებს. პროტესტი იმ "შოკისმომგვრელ ვიდეოებს" უკავშირდება, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მედიასივრცეში გავრცელდა.

 

"რა თქმა უნდა, საზოგადოება აღშფოთებული და შოკირებულია იმ ვიდეობით, რაც ნახა. ეს ძალიან კარგად მესმის. ყოველ დღე მიდის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებზე აგრესიის მიტანა. ეს რეაქცია ჩემთვის გასაგები და ბუნებრივია. ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდებოდა ასეთი რეაქცია ამ კადრების ნახვის შემდეგ, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ წესრიგი, კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს პროტესტის გამოხატვა და რეაქცია არ უნდა გადავიდეს მის მიღმა. ეს მნიშვნელოვანია.

 

მეორე მხრივ, დაცული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლებაც. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება. ამით არ ვახალისებ ძალადობას, თუმცა, მე არ მაქვს უფლება, ავუკრძალო ადამიანებს, გამოხატონ თავიანთი აზრი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: