ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

ირაკლი ღარიბაშვილი: "ნაციონალურ მოძრაობას" ბოლო შანსი აქვს საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს

ირაკლი ღარიბაშვილი: "ნაციონალურ მოძრაობას" ბოლო შანსი აქვს საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ბოლო შანსი აქვს, საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს.

 

პრემიერის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ სასამართლოსთან დღეს იგეგმება რაღაც პროვოკაცია.

 

"მითხრეს, რომ თითქოს "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები, რეალურად კი "ნაციონალური მოძრაობა", სადისტების მხარდამჭერები აპირებენ შეკრებას, ბავშვების მიყვანას და შემდეგ რაღაც პროვოკაციის მოწყობას. მე გაფრთხილებთ ყველას, რომ ნუ წამოეგებით ამ პროვოკაციებს. ბოლო შანსი გაქვთ თქვენ ყველას, ვგულისხმობ "ნაციონალურ მოძრაობას", რომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოთ და ყოველგვარ პროვოკაციას თავი დაანებოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანები მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, თუ კანონს გადავლენ, არამედ ხალხისგან. მათ მადლობა უნდა გადაიხადონ იმისთვის, რაც ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. მე შეიძლება უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ. ჩვენგან დემოკრატიული მოქცევა და ადამიანური მოპყრობა მათ ვერ დააფასეს", - განაცხადა პრემიერმა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო დღეს არის იმაზე მეტად ძლიერი, ვიდრე იყო 3 წლის წინ.

 

"ნურავის ექნება იმის განცდა, რომ ასეთ სადისტებს, არაადამიანებს, რომლებიც ალბათ 50-100 კაცია დარჩენილი (სხვათა შორის, მაინტერესებს, რამდენია ასეთი, გამოვიდნენ და ვნახოთ), მათ სახელმწიფო რაიმე უკანონობის ჩადენის უფლებას მისცემს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: