საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან კონსულტაციებს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან კონსულტაციებს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან კონსულტაციებს იწყებს. 

 

ამის შესახებ მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

"არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ახლა ვიწყებთ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა, მშვიდობა და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: