ლევან ბერძენიშვილი: ქვეყანაში სიტუაციის ესკალაციის არანაირი საფრთხე არ არსებობს!

ლევან ბერძენიშვილი: ქვეყანაში სიტუაციის ესკალაციის არანაირი საფრთხე არ არსებობს!

დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის აზრით, ქვეყანაში სიტუაციის ესკალაციის არანაირი საფრთხე არ არსებობს და არც საზოგადოებაშია რევოლუციური განწყობა. 

 

"საქართველოში ესკალაციის არავითარი საფრთხე არ არის. "ნაციონალური მოძრაობის" მუქარებისა და სიტყვების: "მაიდანის", "დამოურჩილებლობისა" და "რევოლუციის" ხსენების მიუხედავად, მათ ამ ყველაფრის განხორციელების არც უნარი აქვთ და არც საშუალება ექნებათ, რადგან საზოგადოებაში მსგავსი განწყობები არ არის. "ნაციონალურ მოძრაობას" ვითარება ადეკვატურად არ ესმის და ისინი NDI-ის გამოკითხვებმა აშკარად შეცდომაში შეიყვანა. მსოფლიოში 13%-იანი რევოლუცია ჯერ არ მომხდარა. შეშფოთების საფუძველია, რომ ვიღაც თერმოსებს, საძილე ტომრებს მოიმარაგებს და კანონს წინააღმდეგობას გაუწევს, მაგრამ ყველამ პატივი უნდა ვცეთ როგორც სიტყვის თავისუფლებას, ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობასა და კანონმდებლობას", - აცხადებს ბერძენიშვილი. 

 

მისივე თქმით, "ნაციონალების" მხარდაჭერებისგან იმის თქმა, რომ "კანონი ფეხებზე მკიდია", იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო დავანგრიოთ". 

"ეს მხარდაჭერილი არავის მიერ არ იქნება და არ მგონია, ამას სერიოზული შედგები მოჰყვეს", - აცხადებს ბერძენიშვილი. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: