ზურაბ ტყემალაძე: დესტაბილიზაციას გამოვრიცხავ!
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ პრეზიდენტი დიდი ხანია "ქართულ ოცნებას" გამოყოფილია. როგორც ტყემალაძემ განაცხადა, პარტიების კონსულტაციების მოთხოვნა პრეზიდენტის მხრიდან უფრო ძაბავს სიტუაციას.
"ამ კონსულტაციების მოთხოვნა უფრო ძაბავს სიტუაციას, არაფერი პრობლემატური ქვეყანაში არ ხდება. დესტაბილიზაციას გამოვრიცხავ, პრეზიდენტია და ეტყობა, სურს რომ იაქტიუროს. მაგრამ რას ემსახურება მისი გუშინდელი განცხადება, დღესაც არ ვიცი", - განაცხადა ტყემალაძემ.