ხელები შორს 90-იანი წლებისგან!

ხელები შორს 90-იანი წლებისგან!

სიტუაცია ქვეყანაში ყოველდღიურად იძაბება. საზოგადოებრივი ქსელი, მედიასაშუალებები აჭრელებულია ქართველი კაცის ღირსების შემლახავი ვიდეო, ფოტო თუ ტექსტუალური მასალებით. გამოჩმნდა „უკრაინული ვიკილიქსი“, რომელიც ყოველდღიურად აქვეყნებს ადამიანების წამებისა და ანტისახელმწიფოერივი საქმიანობის ამსახველ დოკუმენტურ ინფორმაციას. 

 

საინტერესოა ვინ „ამარაგებს“ „ვიკილიქსს“? 

 

„ვიკილიქსი“ რომ უკრაინის ტერიტორიაზე იყოს, ამდენს ვერ გაბედავდა, ვინაიდან სააკაშვილი უკრაინის ერთ-ერთი საკმაოდ გავლენიანი ჩინოვნიკია და ამ საინფორმაციო წყაროს აქამდე გააჩუმებდა. 

 

საგულისხმოა, რომ ყველაფერ ამას დაემთხვა „რუსთავი 2“-ის სკანდალური სასამართლო პროცესი და ამ პროცესში საზოგადოების ჩათრევა მოახერხა არხის „განწირულმა“ ხელმძღვანელობამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“. 

 

თვის ბოლოს ტარდება შუალედური არჩევნები და განსაკუთრებული ყურადღება საგარეჯოსკენაა  მიპყრობილი, სადაც კენჭს იყრის „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი, მისი კონკურენტია საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი ქალბატონი, „რესპუბლიკელი“ თამარ ხიდაშელი. 

 

ძნელი სათქმელია ნამდვილად თუ მოჩვენებით, მაგრამ ამ ქალბატონს „გააფთრებით“ უჭერს მხარს მთელი მთავრობა და პარლამენტი.  ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა აქვე, ახლო აღმოსავლეთში, საქართველოს საზღვრებთან, სრულიად ახლოს ,ნამდვილი ომია ორი უდიდესი „დერჟავის“ ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის მონაწილეობით, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. 

 

რით დასრულდება ეს ომი არავინ იცის, მითუმეტეს ისლამისტმა რადიკალებმა ჯიჰადი უკვე გამოუცხადეს იმ ქვეყნებს, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოს ებრძვიან! 

 

...ამ დროს, ასეთი მძიმე საერთაშორისო ვითარების ფონზე, რომელიღაც ორგანიზებული ძალა საკმაოდ მეთოდურად ცდილობს საქართველოში სამოქალაქო ომის პროვოცირებას. გაურკვეველია პრეზიდენტ მარგველაშვილის პოზიციაც, რომელმაც ისიც კი იკადრა, რომ სრულიად ღიად და საჯაროდ მიუთითა მოსამართლეს, „რუსთავი 2“ - ის პროცესთთან დაკავშირებით. გამოჩდნენ „მოხალისე მოპიკეტეები“ ლოზუნგებით ხელში. პროცესმა ქუჩიდან სასწრაფოდ უნდა გადაინაცვლოს კაბინეტებში, პარლამენტში, მოლაპარაკებების მაგიდებთან, მითუმეტეს, ქვეყნის უშიშროების სამსახურმა უკვე აღძრა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 315- ე მუხლის პირველი ნაწილით - „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“.  

 

ამ ვითარებაში ჩვეულებრივი მოქალაქეების ჩარევა და გააქტიურება ყოვლად დაუშვებელია! სწორედ ეს გახლავთ მიზანი იმ ძალებისა, რომლებიც საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევაზე „მუშაობენ“! 

 

საჭიროა მოვთოკოთ ემოციები და დაველოდოთ ძიების შედეგებს, მითუმეტეს წამების კადრები და სხვა მსალები არა მარტო საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმა ნახეს, ის უკვე გახმაურდა და მსოფლიო მედიასაშუალებებს მოედო. თუ გონირებას გამოვიჩენთ და ემოციებს არ ავყვებით აღარ დაგვიბრუნდება „90-იანი წლები“, რომლის მძიმე შედეგებს დღესაც გრძნობს ჩვენი ქვეყანა. 

 

თამაზ ჭეიშვილი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: