დარეჯან მეფარიშვილი: "ჩააწყვეთ რიგში 13 ტყვია"!..
ცნობილი ჟურნალისტი, დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში ყოფილ და მოქმედ შინაგან საქმეთა მინისტრებსა და მთავარ პროკურორებს 13 რიტორიკულ კითხვას უგზავნის და მათგან პასუხის გაცემას ითხოვს.
მეფარიშვილი მიმართავს იმ ჟურნალისტებსაც, ვინც ესწრებოდნენ ე.წ კასრების ფირების ჩვენებას.
"ივერიონი" აღნიშნულ ტექსტს სრულად გთავაზობთ:
"13 შეკითხვა რამდენიმე ადრესატს...
ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ყოფილ მთავარ პროკურორს (მოქმედსაც) და იმ ჟურნალისტებს ვინც ესწრებოდნენ ე.წ. კასრების ფირების ჩვენებას:
1. რატომ იქნა ფირები "დახურულ სივრცეში" "გამოქვეყნებული", ვინ მიიღო "პაკაზის" გადაწყვეტილება, რას ემსახურებოდა ეს ჩვენება? იციან თუ არა მათ ტერმინის - გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე - არსებობის შესახებ და რა უფლებით, ვისი თანხმობით იქნა მტკიცებულებები გამოქვეყნებული?
2. ვინ და რა მეთოდით, რა ნიშნით, შეარჩია "ჩვენებაზე" მიწვეულ "მაყურებელთა" რაოდენობა, ვინაობა?
3. რატომ არ იქნა დაწყებული გამოძიება ფირებზე აღბეჭდილ პირთა მიმართ და არის თუ არა ეს დანაშაულის დაფარვა? და ვის მიმართაც უკვე დამდგარია უსაშველოდ მსუბუქი განაჩენი, რა ნიშნით იქნენ შერჩეული ბრალდების წარდგენისას (სხვების ვინაობა ვერ (ან არ) იქნა დადგენილი და ვისაც შეწვდნენ ის "გაიტისკა" ისიც "პაკაზისთვის" და არა დანაშაულის სიმძიმის მიხედვით)?
4. რატომ არ მოითხოვეს "მაყურებლებმა" დაუყოვნებლივ დაწყებულუყო ფირებზე აღბეჭდილ ყველა ფაქტზე გამოძიება?
5. და როცა გამოძიება არ იქნა დაწყებული, "მაყურებლებმა" რატომ არ ამხილეს შს მინისტრი ან მთავარი პროკურორი დანაშაულის დაფარვის მცდელობაში (უფრო სწორად დანაშაულის დაფარვაში)?
6. დღეს აქცენტი კეთდება იმაზე, რომ თითქოსდა ეს კადრები არის დადგმული და რატომ არავინ ამბობს რომ ამით მთელ ერს აყენებენ შეურაცხყოფას?
7. რას ელოდებიან დღევანდელი შს მინისტრი ან მთავარი პროკურორი, ან ის იურისტები, ვინც პარლამენტში არიან და რატომ არ იკვლევენ, არ ითხოვენ (მათთვის კანონით მინიჭებული უფლებების შესაბამისად) გაირკვეს როგორ გავიდა ფირები დახურული (საგამოძიებო) სივრციდან?
8. იციან თუ არა კანონშემოქმედმა ან კანონდამცველებმა რომ კანონი მკაცრია, მაგრამ კანონია და ის უნდა შესრულდეს, დაცულ იქნას?
9. გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას ჩინოსნები, რომელთაც დაფარეს დანაშაული, როცა თავის დროზე, დაუყოვნებლივ არ დაიწყეს ფაქტზე გამოძიბა?
10. ვინ არის პასუხისმგებელი მოვლენების მოსალოდნელ განვითარებაზე?
11. ვინ აგებს პასუხს შემთხვევით ერმა რომ გადაწყვიტოს და თავად გაუსწორდეს ფაშისტური სექტის წარმომადგენლებს, მათ, ვიზედაც ხელი მიუწვდებათ?
12. ვინ არის დაზღვეული რომ ამ ანგარიშსწორებაში უდანაშაულო ადამიანებიც არ მოხვდებიან?
13. ვინ აგებს პასუხს მოსალოდნელ ქაოსზე?
"ჩააწყვეთ რიგში 13 ტყვია"....