სოზარ სუბარი: ძალადობა იყო ხელისუფლების ენა!

სოზარ სუბარი: ძალადობა იყო ხელისუფლების ენა!

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს პენიტენციურ სისტემაში არსებულ ძალადობრივ სისტემას იხსენებს.

 

სოზარ სუბარის განცხადებით, როდესაც იგი საქართველოს სახალხო დამცველი იყო, უამრავი საჩივარი და ფაქტი უმხელია, რომელიც პატიმრებზე ძალადობას შეეხებოდა.

 

"სახალხო დამცველის ანგარიშებს, მაშინდელი ხელისუფლება პასუხობდა დუმილით ან აგრესიული შეტევით. დღევანდელი სახალხო დამცველის მოხსენება, ვრცლად იხილება პარლამენტში და მინისტრები მის რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ. მაშინ კი, ყველაზე კარგ შემთხვევაში, პარლამენტი მოისმენდა, უარეს შემთხვევაში კი, აქეთ იძლეოდა რეკომენდაციებს, რომ ასე აღარ მოვქცეულიყავი.

ის, რაც ხდებოდა ციხეში, ხდებოდა ყველგან, მხოლოდ ციხე იყო რეჟიმის სახე. ძალადობა იყო ხელისუფლების ენა საკუთარ ხალხთან. ეს კარგად იცოდა მაშინდელმა მსოფლიომ, თუმცა დუმდა. ერთადერთი, ვინც ხმას იღებდა, იყო საქართველოს სახალხო დამცველი და ზოგიერთი ქართველი უფლებადამცველი. ჩემთან, როგორც სახალხო დამცველთან, ძალიან ბევრი ელჩი გულახდილად გამოხატავდა აღშფოთებას, თუმცა, ეს არ აისახებოდა მათი ქვეყნების მიერ გაკეთებულ ანგარიშებში და პოლიტიკაში, საქართველოს მიმართ." - განაცხადა მინისტრმა.

საიტის კომენტარები (1)

  • img
    Wow plenty of awesome facts. casino en ligne Very good write ups, Appreciate it. casino en ligne You revealed this very well! casino en ligne Kudos, Lots of advice! casino en ligne You expressed this fantastically! meilleur casino en ligne Thank you! Quite a lot of data. casino en ligne Incredible all kinds of excellent material. casino en ligne Lovely write ups. Thanks. casino en ligne You've made your point very well.. casino en ligne France You actually reported this exceptionally well. casino en ligne

Facebook კომენტარები: