შალვა ხაჭაპურიძე: სულხან მოლაშვილს საიდუმლო დავთარი ჰქონდა

შალვა ხაჭაპურიძე: სულხან მოლაშვილს საიდუმლო დავთარი ჰქონდა

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს ციხეებში არსებული მდგომარეობა გაუსაძლისი იყო და პატიმრების წინააღმდეგ ისეთი ტიპის წამება ხორცილედებოდა, რაც ხშირად ფატალურ შედეგს იწვევდა.

 

ხაჭაპურიძე გადაცემაში "2030" წამების ერთ კონკრეტულ დეტალებს იხსენებს.

 

"მასობრივი იყო ფაქტები, როცა ციხის რამდენიმე თანამშრომელი პატიმარს რკინის მაშით პირს უღებდა და აფურთხებდა, მუცელში კი, ხის ხელჯოხებს ურტყამდნენ, რომ ნაფურთხი გადაეყლაპებინათ. სულხან მოლაშვილს ჰქონდა საიდუმლო დავთარი, თუ რამდენი მიცვალებული გაჰყავდათ დღეში ციხიდან. ეს მთელ სისტემაზე, ყველა ციხეზე ვრცელდებოდა. წამების ფაქტების შესახებ მასალები, ფოტოები და სხვა მტკიცებულებები, 2010 წელს პირადად ჩავუტანე და გადავეცი ჰააგის პროკურორს." - განაცხადა  ხაჭაპურიძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: