ილია მეორე: როგორ დაუშვ ასეთი მკრეხელობა უნივერსიტეტის რექტორმა!
ილიას უნივერსიტეტში "თვითმკვლელი ღვთისმშობლის" ფოტოს გამოფენას მკრეხელობად აფასებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.
საკვირაო ქადგებისას უწმინდესმა გაკვირვება გამოთქვა, როგორ დაუშვა მსგავი მკრეხელობა უნივერსიტეტის ხელმძვანელობამ.
"არის ერთი სამწუხარო ამბავი, წმინდა ილია მართლის უნივერსიტეტში არის გამოფენა, სადაც არის გამოსახული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, უჭირავს პისტოლეტი და თავს იკლავს. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სარწმუნოების და საქართველოსი. მე მიკვირს, როგორ დაუშვეს ასეთი მკრეხელობა რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ ყოფილა საქართველოში. საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა და იმედია, რომ გამოსწორდებიან", - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.