ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანაში დემოკრატია გადაარჩინა!

ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლომ  ქვეყანაში დემოკრატია გადაარჩინა!

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა. ის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განმარტა, რომ საკონსტიტუციომ დღევანდელი გადაწყვეტილებით გადაარჩინა ქვეყანაში დემოკრატია.

 

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაარჩინა ქვეყანაში დემოკრატია და სრულიად დაუკარგა შინაარსი მოსყიდული ზონდერ-მოსამართლის გადაწყვეტილებას. ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო და სამართლებრივი რესურსები იმისთვის, რომ ვებრძოლოთ, ვიყოთ კომპანიაში და ვაკეთოთ ის საქმე, რომელსაც ვაკეთებთ. ჩვენ შევასრულეთ მთავარი ამოცანა - საქართველოს ტელემაყურებელს შევუნარჩუნეთ სიმართლის ხმა. ამიერიდან, ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზეც, თუ როგორ შეგვიძლია სამართლებრივად ბრძოლა ხელისუფლებასთან.

 

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც ერთადერთი ფუნქციონალური დემოკრატიული ინსტიტუციაა ამ ქვეყანაში, რომელმაც თავის თავზე აიღო ამ ქვეყანაში დემოკრატიის გადარჩენა.

 

ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ტელეკომპანიას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არც ერთი უკანონო გადაწყვეტილება არ დარჩეს ძალაში და "რუსთავი 2" ეკუთვნოდეს იმათ, ვინც კანონიერად ფლობს დღეს და ქართველ ხალხს. ჩვენი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის და აუცილებლად გადავარჩენთ დემოკრატიას", - განაცხადა გვარამიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: