ირაკლი ღარიბაშვილი: მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეშია!
მე რომ მკითხოთ, მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეშია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონელ კოლეგასთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე, ესტონელი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.
მისივე აზრით, უშუალოდ საქართველოს მოსახლეობასაც მიაჩნია, რომ სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარაა.
"მე არ ვაპირებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატირებას და ამ თემაზე არ ვაპირებდი აქ საუბარს... მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რევოლუციურ გადატრიალებას აპირებდა და ამის დამადასტურებელი ჩანაწერები დაიდო კიდეც უკრაინულ საიტზე. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. მე რომ მკითხოთ, მისი ადგილია ციხეშია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.