ნინო ბურჯანაძე: სრულიად ბუნებრივია, რომ მათ ეს ნორმა თავად შემოუბრუნდათ!

ნინო ბურჯანაძე:  სრულიად ბუნებრივია, რომ მათ ეს ნორმა თავად შემოუბრუნდათ!

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად სწორი და ის ჯერ კიდევ 2009 წელს უნდა მიეღო საკონსტიტუციო სასამართლოს.

 

"საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სწორი, თუმცა, მინდა, დღეს შეჩერებული ნორმის მცირე ისტორიაც შემოგთავაზოთ. ეს ნორმა "ნაციონალურმა მოძრაობამ", მიხეილ სააკაშვილმა, დავით ბაქრაძემ და სხვებმა მიიღეს 2009 წლის 17 ივლისს დაჩქარებული წესით ცვლილების სახით, იმისათვის რომ ჩემს წინააღმდეგ გამოეყენებინათ და მე დავესაჯე. მას შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა ამ ნორმის შემოღებით. სრულიად ბუნებრივია, რომ მათ ეს ნორმა თავად შემოუბრუნდათ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

ბურჯანაძის თქმით, იმის მიუხედავად, არის თუ არა "რუსთავი 2" დამოუკიდებელი ტელევიზია, ის განსხვავებულ აზრს აფიქსირებს და ტელეკომპანიის დახურვა აზრად არავის არ უნდა მოუვიდეს.

 

"იმისდა მიუხედავად, მოსწონს ვინმეს თუ არა "რუსთავი 2"-ის მიერ გაშუქებული სიუჟეტები, არხის სარედაქციო პოლიტიკა, მისი პოზიცია, იმის მიუხედავად, არის თუ არა "რუსთავი 2" დამოუკიდებელი ტელევიზია, ის განსხვავებულ აზრს აფიქსირებს და ტელეკომპანიის დახურვა აზრად არავის არ უნდა მოუვიდეს. რაც შეეხება დავას, რომელიც ახლა დაიწყო, ეს არ არის სამართლიანობის აღდგენა და ვინმესთვის ქონების დაბრუნების მცდელობა. სრულიად ნათელია, რომ ეს არის დღევანდელი ხელისუფლების ბრძოლა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ!" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საიტის კომენტარები (1)

  • img
    Appreciate it, An abundance of information. casino en ligne Superb posts, Many thanks. casino en ligne fiable Very good info. Many thanks. casino en ligne You actually expressed this well! casino en ligne Kudos. Quite a lot of material! casino en ligne fiable Helpful facts, Appreciate it! meilleur casino en ligne Fantastic knowledge, Regards! casino en ligne fiable Cheers! Useful stuff. meilleur casino en ligne You suggested this really well. casino en ligne Truly many of wonderful info! casino en ligne

Facebook კომენტარები: