თემურ შაშიაშვილი: არც რუსეთი, არც ამერიკა!

თემურ შაშიაშვილი: არც რუსეთი, არც ამერიკა!

"ამერიკა და რუსეთი საბოლოოდ ყოველთვის თანხმდებიან,  ჩვენ კი გვაცხოვრებენ მათი დაპირისპირების ილუზიებით, რათა ერთმანეთში მეტად მომგებიანი პოლიტიკური ვაჭრობა აწარმოონ".

 

ასეთ კომენტარს აკეთებს პარტია "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებაზე, რომ შესაძლოა, ამერიკამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მოხსნას, ასევე გააუქმოს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის დევნა.

 

"რაც დრო გადის, მით მეტად ვრწმუნდები, საქართველოს გადარჩენა მხოლოდ საქართველოშია. პოზიცია: ან ამერიკა, ან რუსეთი არის ქვეყნისთვის საზიანო ილუზია, რომელიც ებრძვის საქართველოს. ამ ინტელექტუალური და გეოგრაფიული პოტენციალის, ადამიანური და ბუნებრივი რესურსების ქვეყანას არავისგან არ სჭირდება გადარჩენა. საჭიროა მხოლოდ ერთი, რისი გადაწყვეტა შეუძლია მხოლოდ ხალხს, ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის გარედან არ მოიმართება!" - აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: