ირმა ინაშვილი: არჩევნების გაყალბებას ორგანიზებას თავდაცვის მინისტრი უწევდა!

ირმა ინაშვილი: არჩევნების გაყალბებას ორგანიზებას თავდაცვის მინისტრი უწევდა!

„ეს არჩევნები იყო იმ პრაქტიკის განმეორება, რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით სააკაშვილის რეჟიმის დროს“- აღნიშნული განცხადება საგარეჯოს შუალედურ არჩევნების ერთ-ერთმა პრეტენდენტმა, „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივნმა ირმა ინაშვილმა  პორტალ „კვირას“ პრსკლუბში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

ირმა ინაშვილის განცხადებით, ეს არ იყო დემოკრატიული არჩევნები, რასაც საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს „ქართული ოცნება“ ჰპირდებოდა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მოირგო ყველა ის მანკიერი კანონი, რომლებასც თავის დროზე სააკაშვილი იყენებდა.

 

ასევე, ინაშვილი ყურადღებას ამახვილებს ქართული ჯარის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მანკიერ პრაქტიკაზე. იგი თვლის, რომ ამით ხელისუფლება შეურაცყოფას აყენებს ჯარს და შეგნებულად იყენებს მას ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის:

 

„პირდაპირ ვამბობ, რომ ეს იყო თავდაცვის მინისტრის პირადი ინიციატივა და მან მუხროვანის სამხედრო ბაზა და ქართული ჯარის ეს ნაწილი გამოიყენა ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის. მისი კანდიდატის დასახმარებლად“. სწორედ ამიტომაც, ინაშვილი კატეგორიულად მოითხოვს მსგავსი კანონების გაუქმებას, რათა მსგავსი რამ არ განმეორდეს!

 

„პატრიოტთა ალიანსის“ გენმდივნის განცხადებით, ის მინიმალური განსხვავება, რითაც იგებს თამარ ხიდაშელი განპირობებულია იმით, რომ მის მხარდასაჭერად მონაწილეობდნენ მთელი სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლები.

 

„სულ რაღაც 3,5%-ია მთელი მთავრობის ძალა, პრემიერის ძალა, ივანიშვილის რესურსები, მთელი სამინისტროების ძალა და ერთი ირმა ინაშვილი, მათ მთელი ეს რესურსები გამოიყენეს და მაინც ვერ მოიგეს. ეს არ არის მოგება!“

 

ირმა ინაშვილი კატეგორიულად მოითხოვს, შესწავლილ და გამოძიებულ იქნას, თუ ვინ უწევდა ორგანიზებას არჩევნების გაყალბებას საგარეჯოში. იგი პირდაპირ აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბებაში მთავარი როლი შეასრულა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და სხვა მაღალჩინოსნებმა, რომლებიც მისი თქმით, უნდა ჩამოშორდნენ არა მარტო მსგავსი ტიპის მეთოდების გამოყენებას, არამედ ქართულ პოლიტიკასაც!

 

 

კარინა გრიგორიანი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: