თეა წულუკიანი: გაუგებარია, რას აკეთებს ნიკა გვარამია?!

თეა წულუკიანი: გაუგებარია, რას აკეთებს ნიკა გვარამია?!

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი  ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შესახებ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას გადაცემა "რვიანში" ეხმიანება.

 

"ხელისუფლება "რუსთავი 2"-ს პრობლემად არ აქცევს. შეიძლება, ზოგიერთი შეეცადოს, რომ ეს ხელისუფლების პრობლემად აქციოს, მაგრამ ეს უშედეგოდ დასრულდება. ეს გახლავთ, ნამდვილად, მესაკუთრეებს შორის დავა. მესაკუთრეებს შორის დავაში ყოველთვის იყო და არის გაუგებარი, რას აკეთებს ბატონი ნიკა გვარამია, რომელიც არც მესაკუთრეა და არც არასდროს ყოფილა, ის არის კომპანიის მენეჯერი და აქედან გამომდინარე, მეჩვენება, რომ ის მეტისმეტად ახდენს ამ დავის პოლიტიზირებას. რა თქმა უნდა, ისეთი მედიასაშუალების მესაკუთრეობაზე დავა, როგორიც "რუსთავი 2"-ა მთლად უყურადღებოდ და უკომენტაროდ ვერ ჩაივლის, მაგრამ ის აჟიოტაჟი, რასაც ეს ადამიანი ქმნის ამ დავის გარშემო, გაუგებარი იყო ჩემთვის, მაგრამ გარკვეულწილად გასაგები გახდა მას შემდეგ, რაც მან თავად დაადასტურა იმ საუბრის ჩანაწერის ავთენტურობა, რომელიც უკრნაინაში გავრცელდა. როგორც ჩანს, ვიღაცას, ამ შემთხვევაში ბატონ გავარმიას, ჰქონდა დაგეგმილი ამ დავის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, რასაც მთავრობა არ დაუშვებს", - განაცხადა წულუკიანმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: