გუგული მაღრაძე: საკონსტიტუციო სასამართლო ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს ემსახურება!

გუგული მაღრაძე: საკონსტიტუციო სასამართლო ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს ემსახურება!

„საკონსტიტუციო სასამართლო ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს ემსახურება“- ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გუგული მაღრაძემ განაცხადა.

 

მაღრაძემ საკონსტიტუციო სასამართლო გააკრიტიკა და მას მიკერძოებულობაში დასდო ბრალი, რაშიც ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენებიც არწმუნებს.

 

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თვეობით ედო საქმეები, დღეს კი გარკვეულ გადაწყვეტილებებს რამდენიმე  საათში იღებენ:

 

„ჩვენ უნდა მივიღოთ სასამართლოს გადაწყვეტილება, იმის მიუხედავად მოგვწონს თუ არა ის. ბოლო წლებში ისეთი გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, რომელიც ჩემთვის და ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის მისაღები არ იყო, მაგრამ ჩვენ დავემორჩილეთ მას. ვემორჩილებით ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ობიექტური. იმის მაგივრად, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლისა და კონსტიტუციის დამცველად მოგვევლინოს, ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს ემსახურება. ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენები პირდაპირ მიუთითებს ამაზე. თუმცა, მათ გასაგონად, ვინც თვლის, რომ დიდი გამარჯვება მოიპოვა, ვიტყვი: ამით ფაქტობრივად არაფერი არ იცვლება“- აცხადებს გუგული მაღრაძე.

 

მედეა შელია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: