რას აპროტესტებს "პატრიოტთა ალიანსი"?

რას აპროტესტებს "პატრიოტთა ალიანსი"?

"პატრიოტთა ალიანსი" საგარეჯოს რაიონში გამართულ შუალედურ არჩევნებს აპროტესტებს და აღნიშნულის გამო 8 ნოემბრიდან ქუჩის საპროტესტო აქციებს აანონსებს. ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე იმ მოთხოვნებზე ისაუბრა, რაც მის პარტიას აღნიშნულ აქციაზე ექნება.

 

"მივმართავთ ორ გზას, ერთი არის სამართლებრივი გზა და საჩივრები შევიტანეთ უკვე ყველგან. მივმართავთ სასამართლოს, რადგან დარწმუნებული ვარ, ცესკო არ დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს. ამიტომ მივმართეთ ამ გზას. პარალელურად შეგვაქვს განცხადება და საჩივარი საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ სამუდამოდ აიკრძალოს საქართველოში სპეცუბნების გამოყენება საარჩევნო მანიპულაციებისთვის.

 

ამავდროულად მივმართავთ სამოქალაქო პროტესტის გზას და 8 ნოემბერს, 4 საათზე, შევიკრიბებით რუსთაველის ძეგლთან. ჩვენი აქცია უკავშირდება არჩევნების გაყალბებას საგარეჯოში და იმ ტერორს, რაც ხელისუფლებამ განახორციელა. მოვითხოვთ, გადააყენონ თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები, რომლებიც საგარეჯოში უშუალოდ უწევდნენ ორგანიზებას არჩევნების გაყალბებას. უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საგარეჯოში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: