ირაკლი ლექვინაძე: თბილისის ავტოპარკი სრულად განახლდება
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით თბილისში ავტობუსების პარკის სრული განახლება იგეგმება. როგორც ლექვინაძემ გადაცემაში "2030" განაცხადა, პირველი ახალი ავტობუსი თბილისში 2016 წლის ივლისში ამოქმედდება.
"პირველად თქვენს ეთერში ვიტყვი, რომ დეკემბერში, იბიარდის დახმარებით, მოვახდენთ საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას ავტობუსების პარკის განსაახლებლად. თებერვალში უკვე გვეყოლება გამარჯვებული კომპანია და ივლისისთვის თბილისში პირველი ახალი ავტობუსები გამოჩნდება.
თავდაპირველად, 200 ცალ 12 მეტრიან, ბუნებრივ საწვავზე მომუშავე ავტობუსს შემოვიყვანთ, რაც ეკონომიური და ეკოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ასევე, იბიარდი მოგვეხმარება ახალი სამარშრუტო სქემის შედგენაში." - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.