რამ დაღალა ირაკლი ოქრუაშვილი?

რამ დაღალა ირაკლი ოქრუაშვილი?

საზოგადოერივი მონიტორინგის წევრი გელა მთივლიშვილი გვიან ღამით გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა. მან დაკავებული "კუდის" ყოფილი თანამაშრომლები და სხვა მაღალჩინოსნები მოინახულა. მისი განცხადებით, ისინი კარგად არიან და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.


საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრს სურდა ირაკლი ოქრუაშვილის მონახულებაც, მაგრამ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დაღლილობის მომიზეზებით შეხვედრაზე უარი თქვა.


ირაკლი ოქრუაშვილი საკანში ერთ პატიმართან ერთად ზის და ამ დრომდე ადმინსტრაციის მიმართ უკმაყოფილება არ გამოუთქვამს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: