ლევან კიკნაძე: "რუსთავი2"-ის გარშემო შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი დესტაბილიზაციის დასაწყისის მცდელობად უნდა მივიჩნიოთ!

ლევან კიკნაძე: "რუსთავი2"-ის გარშემო შექმნილი ხელოვნური  აჟიოტაჟი დესტაბილიზაციის დასაწყისის მცდელობად უნდა მივიჩნიოთ!

მას შემდეგ, რაც "ხალხის ტელევიზიას" ერთმა ხალვაშმა "შეუტია", ურთმელიძემ "გაასამართლა" , ხოლო  "რუსთავი 2"-მა თავდაცვითი პოლიტიკის საკმაოდ ეფექტურ "მრავალხერხიანობას"  მიმართა, ჩვენს დევნილ პრეზიდენტს "ფანები" უკრაინაშიც მრავლად გამოუჩნდა. ასეთი ყურადღების ცენტრში ოდესის გუბერნატორი, მგონი, არც არასდროს ყოფილა - საუბრები გვარამიასთან, ბოკერიასთან, მაკკეინთან და სოფო ნიჟარაძესთანაც კი საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. მართალია სააკაშვილის "რევოლუციური" გეგმა გამჟღავნდა, მაგრამ ადამიანების უმრავლესობა დიალოგების შინაარსმა კი არა,  ამ "გამჟღავნების" ფაქტმა აღაშფოთა, - მოსმენა როგორ გაბედეს,  ეს როგორ იკადრესო?

 

ვის შეეძლო ამ ფარული ჩანაწერების გაკეთება, რას გეგმავდა ყოფილი პრეზიდენტი, რა კავშირშია ამფაქტთან  საქართველოს უსაფრთხოების სამსახური, რამდენად კანონიერად ხორციელდებოდა მოსმენები დარატომ მოხდა ამ ჩანაწერების გასაჯაროება, - ამ და სხვა საკითხებზე sazogadoeba.ge-ს უშიშროების ყოფილიმინისტრი, გენერალი, ლევან კიკნაძე ესაუბრა.

- ბატონო ლევან, საინტერესოა თქვენი, როგორც უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნის აზრი რუსთავი-2-სირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟთან და განსაკუთრებით,  რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ფარულმოსმენებთან დაკავშირებით.

 

- დამეთანხმებიან  ჩემი კოლეგები, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას დიდი პროფესინალიზმი და გამოცდილება არ სჭირდება. იმდენად  თეთრადაა ნაკერი ყველაფერი, რომ მართალი გითხრათ,  თავს ცოტა  უხერხულადაც ვგრძნობ,  ანალიზი გავაკეთო იმისა, რაც  ზედაპირზე დევს. ზოგიერთი კი მის შეფუთვას და  სხვანაირად წარმოჩენას ცდილობს. მიუხედავად ამისა,  მაინც შევეცდები მომხდარის ცოტა განსხვავეულად წარმოჩენას.

 

- როგორ ფიქრობთ,  სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებას  გეგმავდა?

 

- იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები, არ გამოვრიცხავ, რომ ასეც იგეგმებოდა.სხვათა შორის,  ფარული ჩანაწერიდან ბევრისთვის უმნიშვნელოდ დარჩენილმა მიხეილ   სააკაშვილის ერთმა ფრაზამ "თუ გაისვრიან, გაისროლონ"  აფხაზი სეპარატისტების ლიდერის ვლადისლავ არძინბას ფრაზა გამახსენა:  "ქართველებს ვაიძულებ გვესროლონ". როგორ ჰგავს ეს ორი ფრაზა ერთმანეთს, არა? დიახ, პირველი იმ საუბრების კონტექსტიდან არის, რომლის შინაარსი, რაც არ უნდა საწინააღმდეგო ამტკიცოს ვინმემ, ნათლად მიუთითებს, რომ დესტაბილიზაცია მზადდებოდა.  ამ შემთხვევაში "თუ გაისვრიან, გაისროლონ" და "ქართველებს ვაიძულებ,  გვესროლონ", შინაარსობრივად ერთნაირი დატვირთვის მატარებლები არიან, რომელსაც პროვოკაცია ჰქვია. თუ მანიაკი არძინბა ფსიქიკურმა აშლილობამ სამარემდე მიიყვანა, არანაკლები ფსიქიკის სააკაშვილი ცოცხალი თავით არ გვეშვება და ისევ სისხლისღვრისკენ მოუწოდებს თავის მხარდამჭერებს.  

 

ასე რომ,  თუ გადავხედავთ ისტორიას, ძალიან ბევრია შემთხვევა, როცა სახელმწიფო გადატრიალება რაიმე, ზოგჯერ უმნიშვნელო  მიზეზით იწყება და რუსთავი-2-ს დასაცავად შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი სწორედ რომ საქართველოში დესტაბილიზაციის დასაწყისის მცდელობად უნდა იქნას განხილული, რაზეც დროული რეაგირება მოახდინა უსაფრთხოების სამსახურმა.

 

- გინდათ თქვათ, რომ ფარული მოსმენა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განახორციელა დაშესაბამისი ზომებიც მიიღო? თუ ეს ასე მოხდა, რამდენად კანონიერი იყო ეს მოსმენა და თუ კანონიერი იყო,რატომ მოხდა მისი გასაჯაროება?

 

-ჩემი პროფესიიდან გამომდინარე,  მხოლოდ ჩამოვთვლი, ისიც ძალიან მოკლედ, თუ რა მოთხოვნებს უყენებენ  უშიშროების ორგანოებს განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში, რათა დაცული იყოს  სახელმწიფო  ინტერესები. ესენია, ძირითადად, პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, სოციალური, ეკოლოგიური, დემოგრაფიული და სხვა ასპექტები, ერის სულიერი და ინტელექტუალური ფასეულობები და მოქალაქეთა უფლებები. როგორც ხედავთ,  ძნელად მოიძებნება სფერო, რომელიც უშიშროების ყურადღების საგანს არ წარმოადგენდეს. აქედან გამომდინარე, მოსწონს თუ არა ვინმეს  სპეცსამსახურები, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ქვეყნის უსაფრთხოება თუ მათთვის გვაქვს ჩაბარებული, უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ ურთულეს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აუცილებლობიდან გამომდინარე, ზოგჯერ  შესაძლებელია ადამიანის უფლებების გარკვეული შეზღუდვაც, ისიც კანონის ფარგლებში.

 

რაც შეეხება კითხვას,  ზოგადად, ფარული მოსმენები ან მიყურადება სპესამსახურების ძირითადი ოპერატიული საქმიანობის დამხმარე ტექნიკური საშუალებებია, რომლითაც, ძირითადად,  ხორციელდება ოპერატიული  ინფორმაციების გადამოწმება ან უკვე დადგენილ კანოსაწინააღმდეგო ქმედებებზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება. თუ გავიხსენებთ, რომ უსაფრთხოების სამსახურმა თავის განცხადებაში განმარტა, რომ უკრაინული "ვიკილიქსის"  ჩანაწერებს გარდა  მათ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე ოპერატიული ინფორმაციებიც ჰქონდათ. ასე რომ,  კანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ მათ აძლევდათ ფარული მოსმენის თუ მიყურადების უფლებას იმ ფიგურანტებზე, რომლებიც ან შემოწმების, ან კიდევ აღძრულ საქმეში გადიან, რა თქმა უნდა კანონის მოთხოვნების სრული დაცვით. ამას გარდა, რადგან მიხეილ სააკაშვილზე  აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მასზე კომპლექსური ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიების გატარებაზე სანქციის მიღება სასამართლოსგან არავითარ წინააღმდეგობაში არ მოდის კანონთან.

 

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, თუ რატომ გასაჯაროვდა ფარული მოსმენები, გიპასუხებთ, რადგან ამ საუბრების გასაჯაროება უკრაინაში მოხდა, ადვილი შესაძლებელია,  სააკაშვილს უკრაინაშიც უსმენდნენ, მან იქ საკმარისზე მეტი მტერი გაიჩინა.

 

- თუ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში ჯდება, მაშინ რატომ არის ატეხილი ასეთი აჟიოტაჟი, განსაკუთრებით,  არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან?

 

- ვინმეს შეურაცხყოფა ნამდვილად არ მინდა, მაგარამ ე.წ. არასამთავროების მხრიდან ამ დღეებში ატეხილმა აჟიოტაჟმა, "ურწმუნო თომებიც" ალბათ დაარწმუნა, რომ საეჭვოდ მომრავლებულ ამ უკვე თვითლუსტრირებული ორგანიზაციებისთვის საქართველოს ეროვნულ ინტერესები და სტაბილურობა კი არა,  მათი დამფინანსებელი გაურკვეველი   ფონდების დაკვეთების ზედმიწევნით შესრულებაა.  ამიტომ გასაგებია, რომ ამ ადამიანებს არც ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისთვის მოტივირებული სპეცსამსახურები სჭირდებათ და არც მათ მიერ განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

 

- ბატონო ლევან, როგორ ფიქრობთ, სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება თუ არა დამოკიდებულიპროცესების შესაძლო ესკალაციაზე?

 

- ნამდვილად არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, მაგრამ რადგან საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა საქმე დაიწყო, ბოლომდე უნდა მიიყვანოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,  ეს მათი ღირსების საქმეცაა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: