ბექა ნაცვლიშვილი: „ხელისუფლების მხრიდან ნაციონალების მიმართ ჰუმანურმა დამოკიდებულებამ მათი გაყეყეჩება გამოიწვია“

ბექა ნაცვლიშვილი: „ხელისუფლების მხრიდან ნაციონალების მიმართ ჰუმანურმა დამოკიდებულებამ მათი გაყეყეჩება გამოიწვია“

„ნაციონალურ მოძრაობას ქართულ პოლიტიკაში ადგილი არ აქვს, იმ სახით რომლითაც ამჟამადაა წარმოდგენილი“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო სააგენტო  PIA-პირველის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, საკრებულოს წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა გააკეთა.

 

ნაცვლიშვილის განცხადებით, გავრცელებული ჩანაწერები ადასტურებს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა თავისი ჩვეული ლოგიკიდან.

 

მისი თქმით, ის გარკვეული თვალსაზრისით ემსგავსება არასისტემურ ოპოზიციას, რომელიც ქვეყნის გარეთ ცდილობს ხელისუფლების შეცვლას, შესაბამისად,- „პოლიტიკურ სივრცეში არაფერი არ ესაქმება, წვრილმან რევოლუციონერობაზე დაფუძნებულ, რაღაც აბსურდულ პარტიას“- აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

 

საკრებულოს წევრი ხაზს უსვამს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გააზრება უნდა მომხდარიყო 2012 წლის არჩევნების დასრულებისთანავე. თუმცა, მისი თქმით, მაშინ აქცენტი გაკეთდა სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებაზე და არა პოლიტიკურ გააზრებაზე. ის ამბობს იმასაც, რომ ხელისუფლების მხრიდან მათ მიმართ ჰუმანურმა  დამოკიდებულებამ გამოიწვია მათი გაყეყეჩება, ამიტომაც აუცილებელია მოხდეს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური გადააზრება, მითუმეტეს რომ მათი პოლიტიკა ქვეყანაშიც და უკრაინაშიც წარუმატებლობას განიცდის.

 

„ნაციონალებს ეგონათ, რომ უკრაინა იყო ის პლაცდარმი, სადაც ისინი თავიანთი თავის რეაბილიტაციას მოახდენდნენ, მაგრამ ბოლო დროინდელი მოვლენები გვაჩვენებს, რომ იქაც წარუმატებლები არიან და აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“ იმ სახით, როგორადაც არი უკვე აღარ იქნება და ეს ძალიან კარგიცაა“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

თუმცა, აქვე მან განმარტა ისიც, რომ ის არ ერჩის პიროვნულად ადამიანებს, არამედ, იმ პოლიტიკას, რომელსაც ისინი აწარმოებენ და სწორედ გადააზრების შედეგად ნებისმიერს, ვისაც არ აქვს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, უფლება აქვთ დარჩნენ პოლიტიკაში და მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში.

 

კარინა გრიგორიანი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: