გიორგი კალანდაძეს აღმკვეთ ღონისძიებას შეუფარდებენ!

გიორგი კალანდაძეს აღმკვეთ ღონისძიებას შეუფარდებენ!

გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი კალანდაძისთვის ბრალის მესამედ წაყენების შემდეგ, მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.


შეგახსენებთ, რომ კალანდაძეს ბრალი 2011 წლის სექტემბრის ეპიზოდის გამო წაუყენეს, რომელიც ზურაბ აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ეხება.


დაკავებულის ადვოკატის გოგიტა გაბაიძის განცხადებით, სასამართლოზე მტკიცებულებებს წარმოადგენენ, რაზე დაყრდნობითაც აღმკვეთი ღონისძიების მოხსნას, ან დაკავების შემთხვევაში გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: