დიმიტრი ხუნდაძე: "რუსთავი 2"-მა საკუთარი თავი ძალადობისგან თავად უნდა იხსნას

დიმიტრი ხუნდაძე: "რუსთავი 2"-მა საკუთარი თავი ძალადობისგან თავად უნდა იხსნას

"რუსთავი 2"-მა საკუთარი თავი თვითონ უნდა იხსნას ძალადობისგან", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროცესი, რომელიც ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარეობს, სამართლებრივ ჩარჩოებშია მოქცეული.

 

"ტელეკომპანია ჯერ კიდევ არის "ნაციონალური მოძრაობის" მძევალი და მე ძალიან გული მწყდება, რადგან ამ ტელევიზიაში ძალიან ბევრი პროფესიონალი მუშაობს. "რუსთავი 2" საზოგადოებას სჭირდება, მაგრამ სჭირდება საზოგადოების, სახელმწიფოს სამსახურში და არა რომელიმე პოლიტიკური გუნდის დაკვეთების და სურვილების აღმსრულებელი. ველოდები, რომ "რუსთავი 2" თავისი მაღალპროფესიონალიზმით დაუბრუნდება საზოგადოებას", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: