გია ვოლსკი: გადაწყვეტილება სამართლებრივ ჩარჩოებს არ გასცდენია

გია ვოლსკი:  გადაწყვეტილება სამართლებრივ ჩარჩოებს არ გასცდენია

საპარლამენტო ურმავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ში დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით სამართლებრივ ნორმებს არ გასცდენია. ამის შესახებ ვოლსკიმ დღეს  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ ტელეკომპანია რეალურად საქართველოს ექს-პრეზიდენტის მხრიდან იმართებოდა, ამიტომ მოდავე მხარემ მიმართა სასამართლოს და მენეჯმენტის შეცვლა მოითხოვა.

 

"ჩემი აზრით, ეს ქმედება სამართლებრივ ჩარჩოებს არ გასცდენია. შინაგანი განწყობით, მხარს ვუჭერს, რომ კანონიერ მფლობელს ჰქონდეს თავისი საკუთრება. ეს საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა და როგორც ჩანს, დიდი ხანი არ დასრულდება. არის ორი მოდავე მხარე, რომლებსაც აქვთ უფლება, სხვადასხვა სამართლებრივი გზით იარონ.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ურთმელიძის გუშინდელი გადაწყვეტილება სრულიად სხვადასხვა მუხლებია. ადმინისტრაციის შეცვლის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს არავითარი გადაწყვეტილება არ ჰქონია მიღებული.

 

"რუსთავი 2"-ის უკვე ყოფილმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ის პრაქტიკულად სხვა ქალაქიდან, არაუფლებამოსილი პირის მიერ იმართება. ჩანაწერები გამოქვეყნდა. ჩანაწერებში ჩანს, რომ იგეგმება სისხლისღვრა, ჩამოყალიბებულია, თუ როგორი ორგანიზებით უნდა მოხდეს ეს და რა როლი უკავია ამაში "რუსთავი 2"-ს.

 

როგორც ჩანს, მოდავე მხარემ მოითხოვა დროებითი ადმინსიტრაცია, რადგან გამოჩნდა, რომ ტელეკომპანია არ იმართება იმ ადმინისტრაციის მხრიდან, რომელიც წინა პლანზე ჩანს. ხოლო რეალური მმართველი სისხლისღვრას გეგმავს და საფრთხეს უქმნის საზოგადოებას", - განაცხადა ვოლსკიმ. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: