გიორგი ტიგინაშვილი: როდემდე უნდა დაგვტუქსონ ფარისეველმა თვალთმაქცებმა?!

გიორგი ტიგინაშვილი: როდემდე უნდა დაგვტუქსონ ფარისეველმა თვალთმაქცებმა?!

ახალგაზრდა, თეოლოგი და მწერალი, გიორგი ტიგინაშვილი, "რუსთავი2"-თან დაკავშირებულ პროცესებს ეხმიანება. იგი თვლის, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენმა ოკეანელმა მეგობრებმა შერჩევით სამართალზე საუბარს და უზნეო რიტორიკას  თავი უნდა დაანებონ. 

 საქართველომ განვითარების საკუთარი გზა უნდა აირჩიოს. 

 

"თურმე და ამერიკის საელჩო და მისი პატივცემული ელჩი მისტერ იან კელი შეშფოთებულია და უკმაყოფილებას ვერ ფარავს რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ამას ის კაცი ამბობს, რომელსაც სააკაშვილი-გვარამია-ბოკერია-თარგამაძე-წიკლაური-ახალაიას სატელეფონო ჩანაწერების ავტენტურობის არ სჯერა (რომლის ნამდვილობასა და ავთენტურობას თავად აღნიშნული პირები ადასტურებენ), ამასთან გავრცელებულ სადისტურ და წამების ამსახველ ვიდეოებთან დაკავშირებით მას თურმე და მხოლოდ ის აინტერესებს თუ რა წყაროებიდან განსაჯაროვდა მოცემული კადრები და არა ის თუ რატომ ხდებოდა მსგავსი სახის ბოროტებები... და საერთოდაც ეს იმ "ჰუმანისტური და დემოკრატიული" ადმინისტრაციის წარმომადგენელია, რომლის სახელმწიფო მდივნები, კვლევითი ინსტიტუტები და საქართველოში განმწესებული ელჩებიც მოხიბლულნი იყვნენ ცხრა წლიანი რეჟიმის "ლიბერალ-დემოკრატიული შუქურობით", კმაყოფილნი იყვნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობით, მედიის ზეობიექტურობითა და თავისუფლებით.

როდემდე უნდა დაგვმოძღვრონ, დირექტივებით დაგვტუქსონ და ჭკუაზე დაგვარიგონ ამ ფარისეველმა თვალთმაქცებმა? როდემდე უნდა ვუყუროთ ამათ შერჩევით სამართალს, უტილიტარულ დამოკიდებულებებსა და უზნეო რიტორიკას? ამოვიდა ყელში! წადით და მიხედეთ რა თქვენს ალმოდებულ აფრიკულ რევოლუციებსა და ენეგრომატარებლების ხელში ჩასაგდებად წამოწყებულ ავანტიურებს! ასე რომ It's not dark here და თან საქართველოში ბანანი არ მოდის არა!!! აცხადებს გიორგი ტიგინაშვილი.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: