სოსო მანჯავიძე: "რუსთავი 2" ბოროტებას და ქართველი ერის განადგურებას ემსახურება!
"ივერიონს" მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე ესაუბრა
-ბატონო სოსო, თქვენს დღევანდელ ფეისბუქ-სტატუსში პირდაპირ აცხადებთ, რომ "საქართველოს არაფერი ეშველება, სანამ არსებობს "რუსთავი 2". რას ნიშნავს ეს? თქვენი აზრით, მესაკუთრის შეცვლა არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ტელევიზიის მენეჯმენტი და სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს?
ხომ არ არის ეს თქვენი მხრიდან ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადება?
-"რუსთავი 2"-ში მე ვიგულისხმე არა პოროვნულად ის ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ, არამედ, ის ინფორმაციული შხამების დამამზადებელი ფაბრიკა, რომელსაც ის წარმოადგენს. ეს ტელევიზია უკვე რამდენიმე წელია შხამავს საზოგადოებას. ამას პირდაპირი გაგებით ვამბობ, იმიტომ, რომ საინფორმაციო შხამი ეს არის ყველაზე მავნებელი რამ, რაც არსებობს სამყაროში,- ის შხამავს მთელ ქართველ ხალხს!
"რუსთავი 2" ასრულებს უბინძურეს პოლიტიკურ შეკვეთებს. შექმნა ალტერნატიული რეალობა, სადაც სუფევს განგაში, გარყვნილება, ანტიეროვნული განწყობილებები, მას მოპოვებული აქვს სარეკლამო ბაზრის უზარმაზარი ნაწილი, რადგან, იმ პირიოდში არსებობდა ამის პოლიტიკური ნება, მითუმეტეს ყველაზე მდიდარი ტელევიზიაა და შესაბამისად, ამის არ ეშინოდათ. იგი პირდაპირ ემსახურება ბოროტებას, ქართული ერის განადგურებას.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვცხოვრობთ საინფორმაციო ეპოქაში, შესაბამისად, ტელევიზია არის მაზონდირებელი ინსტრუმენტი. ეს არის ფსიქოტროპული იარაღი და როდესაც საქმე გვაქვს ამ იარაღის გამოყენებასთან საკუთარი ერის წინააღმდეგ, სწორედ ამიტომ პატრიოტი და განათლებული ადამიანი უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ამ ბოროტ ადამიანებს, ეს იარაღი ხელიდან წაართვას!
სრული პასუხისმგებლობით ვიმეორებ ჩემს სიტყვებს, ეს არ ყოფილა არანაირ ემოციურ ფონზე ნათქვამი. მე ამაზე მარტო ახლა არ დამიწყია საუბარი, ვამბობდი ჯერ კიდევ მაშინ, როცა პირველად გამოჩნდა და მივხვდი რა უბედურებასთანაც გვაქვს საქმე. ისინი ახლაც იგივეს აკეთებენ და სხვანაირად არც შეუძლიათ, ვინაიდან, ასე არიან მოწყობილი. შესაბამისად, თუკი გვინდა რომ ქვეყანა განვითარდეს, მაშინ საჭიროა ეს სარედაქციო პოლიტიკა, დაფინანსების სისტემა, ინფორმაციული შხამების დამზადების მექნიზმი განადგურდეს, უნდა მოვიცილოთ თავიდან.
ეს არის არამარტო ჩემი შეხედულება. ყველამ ვინც მეტნაკლებად იცის საინფორმაციო ომი, ზუსტად იგივეს იტყვის.
-საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე რამდენად ადეკვატური და რისკიანი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშისთვის საკუთრების დაბრუნების თაობაზე. ხომ არ იყო ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება? და კიდევ! ნიკა გვარამიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტა და საყევარიშვილის და დვალის დროებით მმართველებად დანიშვნა, ხომ არ გახდება ახალი დაპირისპირების და დესტაბილიზაციის საფუძველი?
-უნდა ითქვას სიმართლე, რომ საქართველოში არავითარი საკონსტიტუციო სასამართლო არ არსებობს! ეს არის თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანიშნული, მასზე დამოკიდებული და მასზე ათასნაირი ძაფებით გადაბმული ორგანო, რომელსაც სრულიად უაზროდ აქვს ქვეყანაში არბიტრის როლი მინიჭებული. ეს როლი მას უნდა წაართვან იმიტომ, რომ არ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლო "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებების ნოტარიუსი იყოს და 5 დღეში აუქმებდეს ნორმას, რომლის გაუქმების აზრი არ მოსვლია 10 წლის მანძილზე. ეს არის სრული უზნეობა!
ურთმელიძემ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა და მივესალმები მის ქმედებას. მოუწოდებ მას რომ არ აყვეს და არავითარ შემთხვევაში არ ინერვიულოს ამ შხამიანი არსებების ჟივილ-ხივილზე, რადგანაც საქართველო უნდა განთავისუფლდეს ამ ბოროტებისგან. ეს არის მთავარი, სხვა დანარჩენი მეათე ხარისხოვანია!..
არავითარი საშუალება "ნაციონალურ მოძრაობას" და "რუსთავი 2"-ს, იმისა, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს არ აქვს. შესაბამისად, არანაირი დაპირისპირება და ორი მხარე არ არსებობს. ერთ მხარეს არის ქართველი ხალხი და მეორე მხარეს არიან ეს ზნეობრივი ხეიბრები და ავადმყოფები. შესაბამისად, ვინც საუბრობს იმაზე, რომ ვითომ ახლა დაპირისპირებებს უწყობენ ხელს და ა.შ. სინამდვილეში მეორე მხარის არსებობის ილუზიას ქმნის. ამით მოხერხებულად მანიპულირებენ და ცდილობენ საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო დისკრეტიდაციას. დიახ, ცდილობენ სიტუაციის ისე წარმოჩენას, თითქოს "რუსთავი 2"-ს და "ნაცმოძრაობას" ვიღაცის მხარდაჭერა ჰქონდეთ, სინამდვილეში მათ მხოლოდ ერთი მუჭა პოლიტიკურად ანგაჟირებული და გაკოტრებული პარტიების მხარდაჭერა აქვთ, რომლებმაც თავიანთი თავი წინასაარჩევნოდ კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს.
-ბატონო სოსო, საინტერესოა თქვენი შეფასება შუალედურ არცევნებთან დაკავშირებით. ბევრი თვლის რომ ირმა ინაშვილს გამარჯვება მოპარეს. რა სიმპტომები გამოავლინა შუალედურმა არცევნებმა და რა პერსპექტივა ელოდება საქართველოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში?
-პერსპექტივა საკმაოდ გაურკვეველია, ვინაიან, ახლა არჩევნები ჩატარდა იმ ფონზე, როდესაც ყველა პარტია ბოიკოტის გზას დაადგა, შესაბამისდ მოხდა პოლარიზაცია. საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლები დაუპირისპირდა ერთმანეთს და სხვა არავინ არ ჰყავდათ ხელისშემშლელი. თუმცა, ნათელია, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" მომავალი არჩევნებისთვის გადამწყვეტ უპირატესობას ფლობს. არ ვიცი, ეს რამდენად კარგია, თუ ცუდია,- ვინაიდან, ოპონირების გარეშე რთული იქნება პოლიტიკურად სტაბილური სისტემის შექმნა.
მე ველოდებოდი რომ ირმა ინაშვილი მოიგებდა არჩევნებს, თან დიდი უპირატესობით, ვინაიდან რეალურად ჰქონდა მას ამის უპირატესობა, პიროვნულადაც გაცილებით ,მეტი პოლიტიკური წონა აქვს, ცნობადობის თვალსზრისითაც და სხვა ბევრი მიზეზით.
არჩევნებზე გადამწყვეტი უპირატესობა არ იქნა მიღწეული და გახდა სადაო, რაც ჩემთვის გასაკვირი იყო. ამას როგორც ჩანს, ბევრი მიზეზი აქვს და მათზე საჭიროა ღრმად ჩახედვა
-ასევე საინტერესოა თქვენი მოსაზრება ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით. თქვენის აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში რევოლუციის საფრთხე და რამდენად მყიფეა დღევანდელი ხელისუფლება?
-ახალი რევოლუციის საფრთხე რეგიონში მუდმივად არსებობს, იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან არასტაბილურ რეგიონში, სადაც ძალიან მძიმე საფრთხეები ყოველთვისაა მოსალოდნელი. დიახ, ჩვენი შიდა სტაბილურობა პირდაპირაა დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე, იმიტომ, რომ ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური სპექტრი მთლლიანად მიბმულია საგარეო ფაქტორებზე, მათ შორის პოლიტიკურ ინტერესებზეც.
ესაუბრა კარინა გრიგორიანი