პავლე კუბლაშვილი: სააკაშვილის მხრიდან ძალადობის მოწოდება, არასწორია!

პავლე კუბლაშვილი: სააკაშვილის მხრიდან ძალადობის მოწოდება, არასწორია!

პოლიტიკური ცენტრის "გირჩი" წევრის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ძალადობის შემცველი მოწოდებების გაკეთება, იმ ფონზე, როდესაც სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერია, არასწორია.  

 

ამის შესახებ კუბლაშვილმა გადაცემაში "2030" განაცხადა.

 

"სააკაშვილი პარტიის ლიდერია და მის მიერ მსგავსი განცხადებების გაკეთება, სადაც აქცენტები ფიზიკურ წინააღმდეგობასა და სისხლისღვრაზე კეთდება, არასწორია. ასეთი სცენარები საქართველოს არ სჭირდება, რადგან ჩვენი ქვეყანა მორიგ სისხლიან რევოლუციას ვერ გადაიტანს. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება ამის დამგეგმავი თუ ხელშემწყობი და რა უწყობს ამ ყველაფერს ხელს?! ურთმელიძის გადაწყვეტილება, დღევანდელი ხელისუფლების ქცევა... იმედში შევარდნა ცუდი იყო, ამან ქვეყანა დააზიანა და დიდი ხნით დაწია უკან, მაგრამ არც ახლა ხდება ნაკლები. მერე რა, რომ ფიზიკურად არავინ შევიდა რუსთავი 2-ში?! ყველაფერი გაკეთდა ხელისუფლების, იუსტიციის სამინისტროს და სასამართლოს მხრიდან იმისთვის, რომ ტელევიზიაში არა ფიზიკურად, მაგრამ მმართველობა შეცვლილიყო." - აღნიშნავს პავლე კუბლაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: