ვახტანგ ძაბირაძე: “სააკაშვილს გადადგომა აიძულეს“
“ივერიონს“ ესაუბრება ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე.
-ბატონო ვახტანგ, “რუსთავი 2-სთვის“ გამოტანილ განაჩენს აშშ-ს ელჩი საქართველოში და აქ აკრედიტებული სხვა ელჩები გამოეხმაურნენ. მათ უარყოფიათად შეაფასეს სასამართლოს გადაწყვეტილება. თქვენი აზრით, მოჰყვა თუ არა მასგავსი რექცია მათი მხრიდან 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია “იმედის“ დახურვას?
-2007 წელსგანსხვავებული მდგომარეობა იყო, დღევანდელი პროცესი მდორედ მიდის და რეაქციაც შესაბამისია.
როგორც ვიცით, სააკაშვილი იმ ცნობილი 2007 წლის მოვლენების შემდეგ პოსტიდან გადადგა, მაგრამ, თუ გგონიათ, რომ მან მაშინ ეს თავისი ნებით გააკეთა, ცდებით. მაშინ ძალიან დიდი პროტესტი იყო დასავლეთიდან და გზა “დანაშაულის გამოსყიდვისა“ მისი გადადგომა იყო. რეაქცია მაშინაც იყო, რომელიც კულუარებში მოგვარდა. უბრალოდ, ეს საზოგადოებისთვის ტელეეთერებიდან არ გახდა ცნობილი. ჩემი აზრით, დასავლეთის ზეწოლა ხელისუფლებაზე მაშინ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე დღესაა.
-რატომ არის ქიბარ ხალვაში ასეთი ხელგაშლილი?
-ქიბარ ხალვაშს მაშინ მართლა წაართვეს ტელევიზია, ეროსო კიწმარიშვილი, გარდა იმისა, რომ წილები დათმო, აშშ-ში ელჩად წავიდა, მოკლედ თანამდებობები ეკავა. რა მოლაპარაკება იყო მაშინ ხელისუფლებასა და კიწმარიშვილს შორის, არ ვიცი. რაც შეეხება აქიმიძესა და დვალს, ხალვაში მათ წინაშე სინდისის ქენჯნას გრძნობს- რადგან, რეალურად, ტელევიზია მეპატრონეს თუ უნდა დაუბრუნდეს, ხალვაშთან ერთად, მათაც იძულებით დაათმობინეს თავიანთი წილი იმ ტელეკომპანიაში.
-ხელისუფლება დაინტერესებულია თუ არა “რუსთავი 2-ის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებით?
-“რუსთავი 2 -ის“ წინააღმდეგ განვითარებულ პროცესებზე დასავლეთი ღიად სააუბრობს და იცავს მას. ეს კი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მუშაობს. რას ფიქრობს დღევანდელი ვერ გეტყვით, თუმცა ყველა ხელისუფლება ცდილობს ტელემედიის ხელი ჩაგდებას. დღეს ეს ასე რომც არ იყოს, ამაში მას საზოგადოების დარწმუნებისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
ესაუბრა ია ჯღარკავა