დიმიტრი ქუმსიშვილი: ისტორიული მარნის აღდგენა სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია

დიმიტრი ქუმსიშვილი: ისტორიული მარნის აღდგენა სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, თადეოზ გურამიშვილის ისტორიული მარნის აღდგენა სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ერთ-ერთი კარგი მაგალითია. 

 

მისი თქმით, აღნიშნული მარანი "კახური ტრადიციული მეღვინეობის" კომპანიაზე გადაცემული იყო საინვესტიციო ვალდებულებებით, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო მარნის აღდგენა. 

 

"დღეს ჩვენ ვნახეთ, რამდენადაც კარგად განხორციელდა მარნის რესტავრირება და აღდგენა. ამით საქართველოს დაემატა კიდევ ერთი გამორჩეული ტურისტული ადგილი, სადაც ქართველ და უცხოელ ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ, ეზიარონ ქართულ ხელოვნებას, კულტურას, მეღვინეობას, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა მინისტრმა. 

 

საგურამოში თადეოს გურამიშვილის აღდგენილი მარანი გაიხსნა. აღნიშნული პროექტი მცხეთის რაიონში, საგურამოში კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობამ" განახორციელა, რომელსაც ქონება საინვესტიციო ვალდებულებით გრძელვადიანი იჯარით გადაეცა. პროექტისთვის კომპანია "კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ" 250 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: