მოუხსნიან თუ არა ცოტნე გამსახურდიას ჯაშუშობის ბრალდებას?
დღეს საქალაქო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი გაიმართება. გამსახურდიას ბრალი 312 და 315 მუხლებით აქვს წაყენებული, რაც ჯაშუშობასა და შეთქმულებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2007 წლის 2 და7 ნოემბრის მოვლენებს. ცოტნე გამსახურდია ბრალს არ აღიარებს.
ცოტნე გამსახურდიას ადვოკატების განცხადებით, ისინი დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე უშუალოდ 7 ნოემბრის აქციის ორგანიზატორებისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერების დაკითხვას მოითხოვენ. მათ შორის, კონსტანტინე გამსახურდიას, შალვა ნათელაშვილისა და ლევან ბერძენიშვილის.
ადვოკატებმა უკვე მიმართეს პროკურატურას ცოტნე გამსახურდიასთვის ჯაშუშობის და შეთქმულების ბრალდების მოხსნის მოთხოვნით, მაგრამ ამ დრომდე წერილობითი პასუხი არ მიუღიათ.