დემურ გიორხელიძე: ხალხი უკმაყოფილოა და მზად არის გამოვიდეს ქუჩაში ნებისმიერი დაძახებისას!

დემურ გიორხელიძე: ხალხი უკმაყოფილოა და მზად არის გამოვიდეს ქუჩაში ნებისმიერი დაძახებისას!

"ივერიონს" აქტუალურ პოლიტიკურ თემაზე ესაუბრა ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე

 

-ბატონო დემურ, გუშინ "პატრიოტთა ალიანსმა" საპროტესტო აქცია ჩაატარა არჩევნების გაყალბების მოტივით. სხვათაშორის, თუ "რუსთავი 2"-მა ათასამდე მხარდამჭერის შეგროვებაც ვერ შეძლო, "პატრიოტთა ალიანსმა" რამდენიმე ათასი მხარდამჭერი გამოიყვანა. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას "პატრიოტთა ალიანსის" სახით რეალური ოპონენტი გამოუჩნდა... რას შეცვლის ეს დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში?

 

-მე ასე არ ვფიქრობ უბრალო მიზეზების გამო, რადგან, უკიდურესად გართულებულია ქვეყანაში მდგომარეობა. ავიღოთ თუნდაც უმუშევრობა, სოციალური მდგომარეობა, სიღარიბეა დომინირებული, უკეთესობისკენ რეალურად არაფერი არ მიდის. ამიტომ, ახლა ქუჩაში ადამიანების გამოსვლა ბუნებრივია და თუკი ვინმე ორგანიზებას უკეთებს, ჩვენ მივიღებთ, რომ იტყვიან "ქუჩის აქციებს", რომელიც რით დამთავრდება, ძალიან ძნელი გასაგებია. ეს არის ჯერ-ჯერობით არა პოლიტიკური ორგანიზაციის დამოკიდებულება, არამედ,  ეს არის პირველ რიგში ხალხის უკმაყოფილება  არსებული ხელისუფლებით. ამიტომ, ალიანსს უნდა მიეცეს საშუალება პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდეს.  რამდენად სტაბილური იქნება იგი, ამას დრო გვიჩვენებს.

პოლიტიკურმა ორგანიზაციამ თავისი ქმედუნარიანობა არჩევნებზე უნდა დაამტკიცოს, მანამდე საუბარი იმაზე, რომ რაიმე ახალი პოლიტიკური წევრი გაჩნდა, სწორი არ არის. 

ხაზს ვუსვამ, ხალხი უკმაყოფილოა და მზად არის გამოვიდეს ქუჩაში ნებისმიერი დაძახებისას, თუკი ეს ყველაფერი კარგად ორგანიზებული იქნება.

 

 

ესაუბრა მედეა შელია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: