ფედერიკა მოგერინი:ბავშვზე ზრუნვაში, ორივე პარტნიორს თანასწორი მონაწილეობა უნდა ჰქონდეს

ფედერიკა მოგერინი:ბავშვზე ზრუნვაში, ორივე პარტნიორს თანასწორი მონაწილეობა უნდა ჰქონდეს

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ სასტუმრო "რედისონში", სადაც გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, განაცხადა, რომ ბავშვზე ზრუნვაში ორივე მშობელი თანასწორად უნდა მონაწილეობდეს.

 

"კიდევ ერთი კულტურული ცვლილებაა ბავშვზე ზრუნვა, რომელიც აუცილებლად უნდა გავიაზროთ. ჩვენ უნდა მივიდეთ ახალ ეტაპამდე და გვესმოდეს, რომ ბავშვი არა მარტო დედის, არამედ ორივე მშობლის - დედის შვილიცაა და მამის შვილიც. შესაბამისად, ორივე პარტნიორს თანასწორი მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მასზე ზრუნვაში. გასაგებია, ეს ხანდახან ძნელია, მაგრამ ორივეს თანაბარი სიტყვა ეთქმის და თანაბარი პასუხისმგებლობა აქვს", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

 

რაც შეეხება უშუალოდ ქალთა საკითხს, მოგერინის თქმით, ქალთა როლის გაძლიერება ეროვნული პოლიტიკის დონეზე უნდა იყოს განსაზღვრული.

 

"ქალები ბიზნესში, ქალები სამეწარმეო საქმიანობის სფეროში და ა.შ. ძალიან ბევრი რამ შეიძლება გააკეთოს ქალმა, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკისთვის. ქალთა მიერ გარდასახვის შესაძლებლობა იმხელაა, რომ ხანდახან ვერც კი წარმოგვიდგენია ხოლმე ჩვენ", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: