საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის შუამდგომლობაზე ხვალ იმსჯელებს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ვარაუდობს, რომ პარლამენტის შუამდგომლობაზე, რომელიც მოსამართლეების აცილების საკითხს ეხება, საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ იმსჯელებს. პაპუაშვილის განმარტებით, სავარაუდოდ, დღეს ოფიციალური სახით შევა პარლამენტის შუამდგომლობა სასამართლოში და კოლეგია ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალ იმსჯელებს.
"განცხადებები შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. მთავარია, სასამართლომ კანონის მიხედვით განიხილოს ეს განცხადებები. სასამართლოს იმიჯის ყველაზე მთავარი ინდიკატორი არის მისი გადაწყვეტილებები. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ გადაწყვეტილებებით. რაიმე არასწორი თუ გააკეთა სასამართლომ და ა. შ. ყველა გადაწყვეტილებას რატომღაც ყველა ეთანხმება, ასეთი კარგი გადაწყვეტილება არ მინახავსო და იმიჯისთვის თუ რაიმე აჟიოტაჟი იქნება, ეს პოლიტიკოსებს შეუძლიათ და ამის უფლება აქვთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.