ვახტანგ ხმალაძე: შეგვიძლია მთლიანად კოლეგიის აცილებაზე ვისაუბროთ!

ვახტანგ ხმალაძე: შეგვიძლია მთლიანად კოლეგიის აცილებაზე ვისაუბროთ!

"მოსამართლეების აცილების მოთხოვნის ძირითადი საფუძველი გვარამიასთან ერთად მსახურობა არ არის", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს და აქვე განმარტავს, რომ აცილებაზე პარლამენტის შუამდგომლობის მთავარი საფუძველი ის პროცედურები გახდა, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა.  ამის შესახებ ხმალაძემ "იმედის" ეთერში საუბრისას განაცხადა.

 

"ის, რომ მოსამართლეები ვარძელაშვილი და კოპალეიშვილი მსახურობდნენ სხვადასხვა დროს იუსტიციის სამინიტროში, თუ ბატონ გვარამიასთან ერთად, ეს არ არის ძირითადი საფუძველი იმისა, თუ რატომ მოვითხოვეთ ჩვენ მოსამართლეთა აცილება. ჩვენ ჩვენს შუამდგომლობაში ვთქვით, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ასე იქნა გადაწყვეტილებები მიღებული, შესაძლებელია ესეც იყოს. მთავარი გახლავთ ის, თუ როგორი პროცედურით მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო, ანუ სამოქალაქო კოდექსის იმ კონკრეტული ნორმის შეჩერების თაობაზე. აქ იყო არათანმიმდევრულობა, არალოგიკურობა, მალულობა", - განაცხადა ხმალაძემ.

 

კითხვაზე, შეცვლის თუ არა ორი მოსამართლის აცილება შემდგომ სურათს, დეპუტატმა აღნიშნა, რომ თუ პარლამენტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ეს ნიშნავს, რომ საქმე განსახილველად მეორე კოლეგიას გადაეცემა.

 

"მიმაჩნია, რომ აქ არა მხოლოდ კოლეგიის თავმჯდომარის, ბატონი ვარძელაშვილის პრობლემა იკვეთება, არამედ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მთლიანად კოლეგიის პასუხისმგებლობაზე და საკითხი დაგვესვა ვთქვათ, კოლეგიის აცილების თაობაზე. მაგრამ ორი მოსამართლის აცილება თუ დაკმაყოფილდა, თავისთავად ავტომატურად ეს ნიშნავს, რომ საქმე განსახილველად მეორე კოლეგიას გადაეცემა. ანუ ეს ტოლფასია კოლეგიის აცილებისა", - აღნიშნა ხმალაძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: