როდის გამოცხადდება პოლიტიკური ამნისტია?

როდის გამოცხადდება პოლიტიკური ამნისტია?

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 184 პირი პოლიტპატიმრად მიიჩნია, 22 კი - პოლიტიკურ დევნილად. პოლიტიკურ დევნილის სტატუსი კომიტეტმა თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილსაც მიანიჭა.


კომიტეტის სხდომაზე განხილული პროექტი პარლამენტს წარედგინება. შესაბამისად, უნდა განისაზღვროს ხსენებული პირების სასჯელისგან გათავისუფლების საკითხი.


ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის  თავმჯდომარე ეკა ბესელია პოლიტიკური ამნისტიის აუცილებლობაზე საუბრობს, მისი თქმით, პოლიტიკური ამნისტიით განისაზღვრება როგორც პოლიტპატიმრების, ისე პოლიტდევნილების სტატუსი.


შეგახსენებთ, რომ სამუშაო ჯგუფმა ორი კვირის განმავლობაში სულ 220-ზე მეტი პირის საქმე განიხილა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: