ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქართულ მხარეს გაზს სთხოვს

ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქართულ მხარეს გაზს სთხოვს

სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა პოსტკონფლიქტურ სიტუაციებში მურთაზ ჯიოევმა აღნიშნა, რომ რეგიონში სიმშვიდეა და არანაირ კონფლიქტებს ადგილი არ აქვს.

ამის შესახებ განცხადება ჯიოევმა ცხინვალში მიმდინარე ჟენევის დისკუსიის მონაწილეთა შეხვედრაზე გააკეთა. 

მისივე განმარტებით, რეგიონი უკვე დიდი ხანია გაზმომარაგების გარეშეა და კარგი იქნება, თუ ქართული მხარე  კეთილ ნებას გამოიჩენს გაზს მიაწვდის.  
 
„თქვენი ჩამოსვლა ჩვენს რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ. თქვენ ნახეთ, რომ ადამიანები აქ მშვიდად ცხოვრობენ და არანაირ ნაციონალურ კონფლიქტებს ადგილი არ აქვს, უბრალო ადამიანები დაინტერესებულნი არიან, მშვიდად იცხოვრონ“, - აღნიშნა დელეგაციის ხელმძღვანელმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: