ბატონო ბიძინა, თქვენ საჯაროდ ცრუობთ!... ანუ „სულხან-საბა, ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია...“

ბატონო ბიძინა, თქვენ საჯაროდ ცრუობთ!... ანუ „სულხან-საბა, ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია...“

მოდით დროებით დავანებოთ თავი პოლიტიკას - დავივიწყოთ,  თქვენ რომ მილიარდერი ბრძანდებით, მე კი ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, რომელსაც მიუხედავად სიღარიბისა თქვენზე მეტი ინფორმაცია გააჩნია და დარწმუნებულია, რომ თინა ხიდაშელმა საგარეჯოში არჩევნები „ქრესტომატიული თავხედობით გააყალბა“, ანუ ისე ღიად და შეუნიღბავად გააყალბა, რომ ეს გაყალბება ალბათ არჩევნების მსოფლიო გაყლბებების ნუსხაში „საპატიო ადგილს დაიმკვიდრებს“!

 

თქვენ კი ამის შესახებ არაფერი იცით (ან შეიძლება არც იმჩნევთ) და დარწმუნებული ბრძანდებით, რომ საგარეჯოში არჩევნები სამართლიანად და ყველა ნორმების დაცვით ჩატარდა.

 

არა, ბატონო ბიძინა, საგარეჯოში გააყალბეს არჩევნები! თქვენი გარემოცვა კი უსინდისოდ გიმტკიცებთ საწინააღმდეგოს, გიმტკიცებთ და თქვენც გჯერათ მათი!

 

როდემდე დაუჯერებთ მედროვეებს, რომლებიც თქვენი პიროვნების ჰუმანურობამ და ფილანტროპულმა მიმართულებამ კი არა, თქვენმა მდგომარეობამ, ანუ მილიარდებმა მიიზიდა და დარაზმა თქვენს გარშემო - გააერთიანა ერთი მიზნისკენ - რაც შეიძლება მეტი სარგებელი ბიძინა ივანიშვილისგან!

 

მადლობა უფალს, რომ ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, მცირედით ვკმაყოფილდები და თქვენს ირგვლივ დარაზმულ „ბაქსისმოყვაარულთა რიგებში“ არ აღმოვჩნდი! კარგით, ამასაც თავი დავანებოთ!

 

განა არ იცით, რომ კანცელარიის წინ, ღარიბაშვილის „სამსახურის ეზოში“, პირდაპირ პრემიერის ფანჯრებქვეშ, შეურაცხყოფილი და მოტყუებული ირმა ინაშვილის გვერდით შიმშილობს მსოფლიო სპორტის ლეგენდა, ორგზის ოლიმპიური ჩენპიონი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ზურგდაუდებელი ფალავანი, საგარეჯოელი, ლევან თედიაშვილი? შიმშილობა ერთია და უკვე მოხუცებულ, დიაბეტის მძიმე ფორმით დაავადებულ ლევან თედიაშვილს, პირდაპირ გეტყვით, ამ შიმშილობით სიკვდილი ემუქრება!

 

 

არადა, დარწმუნებით ვიცი: ეხლა, ალბათ, თქვენი „ყოვლისმცოდნე“ გარემოცვა დაგარწმუნებთ - თედიაშვილი დაბერდა და გამოშტერდაო!

 

თედიაშვილი 68 წლისაა, მაგრამ აბსოლუტურად სრულ ჭკუაზე მყოფმა ადამიანმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, როგორც ამომრჩეველმა და გადაწყვიტა პროტესტი შიმშილობის ფორმით გამოეხატა. ალბათ, ეს მაინც გეცოდინებათ, თუ არ იცით ახლავე გეტყვით: ლაევან თედიაშვილს ბევრი ქვეყნებიდან ქონდა შეთავაზება საუკეთესო პირობებით, ქვეყნების პირველი პირები სთავაზობდნენ ამა თუ იმ ქვეყნის სახელით ეასპარეზა. ირანის შაჰმა ერთი მილიონი დოლარი შესთავზა მაშინ, როცა დოლარი „დოლარობდა“ და ერთი მილიონი საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენდა.

 

ბატონ ლევანს არასოდეს უღალატია საბჭოთა კავშირისთვის კი არა, საქართველოსთვის და მუდამ თავისი კუთხის ერთგული გახლდათ! არც ახლა უღალატა ბატონმა ლევანმა საგარეჯოელებს და ყველა სააგარეჯოელის მაგივრად დაჯდა საშიმშილოდ, დედაქალაქის ცენტრში, მთავრობის კანცელარიის ეზოში.

 

სირცხვილი პრემიერს, პრეზიდენტს, მთავრობას - დღემდე არავიმ იკადრა მისულიყო ამ კაც-ლეგენდასთან და ადამიანური სიტყვით მაინც გაემხნევებინა ფალავანი!

 

სირცხვილი საგარეჯოელებს, კურდრლებივით „ჩიგგვებში“ რომ დაიმალნენ და სასიკვდილოდ გაიმეტეს საამაყო თანაქალაქელი!

 

სირცხვილი ყველა ქართველ მოჭიდავეს, რომ მათი მეგობარი, ასე ღია ცის ქვეშ მიატოვეს გაჭირვების ჟამს!

 

ყველას გასაგონად ვამბობ: ყველაფერი წარმავალია, ფული, თანამდებობა, სიმდიდრე... დრო არ ჩერდება, დრო მიქრის და თან მიაქვს ყველაფერი მატერიალური. გავა დრო, ეს უცნაური ფენომენი, გაირბენენ წლები და თუ ვინმეს თუ გაახსენდება მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, ან პრემიერი ღარიბაშვილი, პრეზიდენტი მარგველაშვილი, გაახსენდება მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გაწირეს ლეგენდარული პიროვნება - ლევან თედიაშვილი, კაცი რომელსაც თაყვანს სცემს მთელი მსოფლიო, საკუთარ სამშობლოს კი მისი სიცოცხლე ჩალის ფასადაც არ უღირდა!

 

თამაზ ჭეიშვილი

 

P.S.

ცუდი ამინდია. გარეთ კოკისპირულად წვიმს. მოშიმშილეები იქ სხედან... რას ფიქრობთ, ბატონო ბიძინა, ბატონო, პრეზიდენტო, ბატონო პრემიერო? ღმერთმა ნუ ქნას, რომელიმე მათგანს რამე დაუშავდეს - იმის წარმოდგენაც კი მზარავს, რა  შედეგი მოყვება ამას...

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: