რატომ მივიდა პრეზიდენტი ირმა ინაშვილთან?

რატომ მივიდა პრეზიდენტი ირმა ინაშვილთან?

მიჭირს დასაბუთება იმის, რატომ გაუჩნდა პრეზიდენტს სურვილი მოშიმშილე ადამიანებთან მისულიყო, - ასე პასუხობს პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძე მის მიერ ''პატრიოტთა ალიანსის" მოშიმშილე წარმომადგენლების მონახულებასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრ, თინა ხიდაშელის განცხადებას. 

 

ჩიხრაძე ხაზს უსვამს, რომ გიორგი მარგველაშვილი ყველას პრეზიდენტია.

 

"სიმართლე გითხრათ, ცოტა მიჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება და დასაბუთება იმისა, თუ რატომ გაუჩნდა პრეზიდენტს სურვილი მოშიმშილე ადამიანებთან მისულიყო - იმ მოშიმშილეებთან, რომლებიც ძირითადად საარჩევნო კანონმდებლობის თემაზე საუბრობენ. იმის მტკიცება, რომ პრეზიდენტი მიდის ყველა პოლიტიკურ ძალასთან თუკი ამის საჭიროებას ხედავს და რომ ის არის ყველას პრეზიდენტი, მე ვფიქრობ ჩვენ დღეს არ გვჭირდება. რაც შეეხება დანარჩენ შეკითხვას, მე მგონი, არ არის რელევანტური, რომ მათზე დავიწყოთ პასუხების გაცემა. სხვათაშორის, ეს შეკითხვები თავისთავად ამტკიცებს და განამტკიცებს იმ აზრს, რომ კანონმდებლობაში, თუნდაც საარჩევნო თვალსაზრისით, ბევრი რამ შესაძლოა იყოს შესაცვლელი და ამაზე ალბათ უახლოეს ხანებში საჭიროა დიალოგის დაწყება", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. 

 

პრეზიდენტის მრჩეველის თქმით, ქვეყნის პირველი პირი ამ დიალოგის ხელშეწყობისთვისაც მზად არის.

 

მთავრობის ადმინისტრაციასთან "პატრიოტთა ალიანსის" ლიდრები შიმშილობენ და საგარეჯოს მაჟორიტარულ არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და თინა ხიდაშელსა და გიგლა აგულაშვილს ადანაშაულებენ. გუშინ მოშიმშილეები პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩველემა, ფიქრია ჩიხრაძემ მოინახულა. 

 

ამ ფაქტს თინა ხიდაშელი გამოხმაურა და ფიქრია ჩიხრაძე რამდენიმე კითხვით მიმარათა: 

 

"ადმინისტრაციის წინ აქცია ძალიან კონკრეტული გზავნილის მატარებელია. იქ როდესაც მიდის ამხელა ადამიანი, სწორედ ამ მიზანს უნდა შეეხმიანოს. 1. ან სოლიდარულია; 2. ან უბრალოდ ჰუმანისტია; 3. ან საქმეში გარკვევა უნდა. თუ მხოლოდ მეორეა, ამ ნაწილში ვეთანხმები, მაგრამ ამასობაში გაუგებარია, თუ ამიტომ მიხვედი, "არ არის შიმშილობა სწორი" მესიჯი გაქვს, რა შუაშია ყველაფერი დანარჩენი, რაც მოვისმინეთ?! თუ ამიტომ არ მიხვედი და პირველი ამბავია, ესეც გასაგებია, მარამ მაშინ გეყოს გამბედაობა და პირდაპირ თქვი, რომ არჩევნები გაყალბდა. ისიც თქვი, ვინ გააყალბა, შეუერთდი მოთხოვნას და შესაბამისად, მზად იყავი იმისთვის, რომ პასუხი გასცე კითხვებს, რომელიც ძალიან ბევრი იქნება შენი მისამართით და მოგთხოვს დასაბუთება/დადასტურებას; ხოლო თუ მესამე ამბავია, მაშინ იქ წუწუნი, საერთოდ კოდექსი მისახდია და ა.შ., ამაზე ადრეც ვამბობდით, აღარ არის საინტერესო, თუ ვერ ბედავ, სადაც მიხვედი და, რასაც ითხვენ, იმ თემაზე ერთმნიშვნელოვანი პოზიციის ქონას", - წერს ხიდაშელი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: