სანდრო ბრეგაძე: ხათუნა კალმახელიძის ადგილი ქალთა კოლონიაშია

სანდრო ბრეგაძე: ხათუნა კალმახელიძის ადგილი ქალთა კოლონიაშია

უნდა დადგეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრის ხათუნა კალმახელიძის პასუხიხმგებლობის საკითხი. მისი ადგილი ქალთა კოლონიაშია.


ამის შესახებ  მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში ჟურნალისტებთან განაცხადა.


ბრეგაძე ციხეში გატარებულ პერიოდზე საუბრობს და განმარტავს, რომ ის  სააკაშვილისა და ადეიშვილი პირადი პოლიტპატიმარი იყო, მაგრამ ციხეში მასზე ზეწოლას კალმახელიძე ახორციელებდა.


“ხათუნა კალმახელიძე მთვრალი, მეგობარ მამაკაცთან ერთად ხშირად მოდიოდა ციხეში, უყურებდა პატიმრების ცემას და ამით დიდ სიამოვნებას იღებდა. „ნაციონალებს“ წარმოდგენა ჰქონდათ, რომ ისინი ხელისუფლებაშო 40 წლით იყვნენ მოსულები და პასუხს არავინ მოსთხოვდა“, - ამბობს ბრეგაძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: