თეა წულუკიანი: მთავარი პროკურორის შვიდი კანდიდატი უკვე გვყავს
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავარი პროკურორობის შვიდი კანდიდატი სხვადასხვა აკადემიურმა წრეებმა და საზოგადოებამ წარმოადგინეს.
"ჩვენ უკვე გვყავს შვიდი კანდიდატი, რომლებიც სხვადასხვა აკადემიურმა წრეებმა და საზოგადოებამ წარმოადგინეს ჩემს წინაშე. მე მომიწევს, რომ ამ კანდიდატებიდან სამი პირი შევარჩიო. გასაუბრებებს ჩავატარებ დღეს, ხვალ, მიმდინარე კვირაში, იმისთვის, რომ მომავალ კვირას მე შევძლო, საპროკურორო საბჭოს სამპირიანი სია წარვუდგინო", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, შემოსული კანდიდატების შესახებ დეტალური ინფორმაცია საჯაროა საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე, ხოლო სამპირიანი სია საჯარო, სავარაუდოდ, 18 ნოემბერს გახდება.