გიორგი ვოლსკი:საარჩევნო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა შევიტანოთ
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობა 2016 წლამდე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანაზე თანხმდება, თუმცა ამისთვის რამდენიმე ნაბიჯია გადასაგდმელი.
"უმრავლესობა ვთანხმდებით, რომ 2016 წლამდე მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანოთ საარჩევნო კოდექსში, 2020-დან კი, სხვა სისტემა ჩამოვაყალიბოთ. ვენეციის კომისია გვირჩევს - არჩევნები ჩატარდეს მაჟორიტარული სისტემით, თუმცა, ყველა მანდატს თანაბარი წონა უნდა ჰქონდეს, ანუ ყველა დეპუტატი, დაახლოებით, თანაბარი ხმებით იქნას არჩეული. დღეს, მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად, რასაც ოპოზიცია ითხოვს, საჭიროა მთლიანი პაკეტის განხილვა - როგორ ვირჩევთ პრემიერს, პრეზიდენტს... ეს კი, საკონსტიტუციო ცვილებებს მოითხოვს. ამისთვის მზად არა ვართ და რომც მოვინდომოთ, ცვლილებებისთვის, პარლამენტში 113 ხმას ვერ დავაგროვებთ. ამიტომ ავირჩიეთ ის გზა, რომელიც შესაძლებელია." - აცხადებს ვოლსკი.