პატრიარქი მეტეხის ხიდზე პარაკლისს გადაიხდის

პატრიარქი მეტეხის ხიდზე პარაკლისს გადაიხდის

წმინდა 100 ათასი ქართველის ხსენების დღეს, 13 ნოემბერს, 17:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მეტეხის ხიდზე პარაკლისს გადაიხდის. 

 

წმინდა ასიათასი ქართველის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მეტეხის ხიდისკენ სხვადასხვა ეკლესიის მრევლი მსვლელობას გამართავს. ხიდზე პარაკლისის დასრულების შემდეგ კი მოწამეთა პატივსაცემად მტკვარში ყვავილებს ჩაყრიან. 

წმ. ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალედინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის მე-13 საუკუნეში აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. ხვარაზმელებმა მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: