ირაკლი სესიაშვილი: ნამდვილად ვერ ვივლით მის ჭკუაზე

ირაკლი სესიაშვილი: ნამდვილად ვერ ვივლით მის ჭკუაზე

თავდაცვისა და უშიშროების კოიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი  თინეიჯერული გამოკვლევების საფუძველზე დაწერილს უწოდებს სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით მომზადებულ პროქტს. როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, ზურაბ ჯაფარიძე  ერკვევა თავდაცვისა და  უსაფრთხოების საკითხებში საერთოდ ვერ ერჯვევა. 

 

"ზურაბ ჯაფარიძე რამდენ პოპულისტურ კანონპროექტსაც შემოიტანს, დამერწმუნეთ, ნამდვილად ვერ ვივლით მის ჭკუაზე. ის სავარაუდოდ, ვერ ერკვევა ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, არ იცის, რა არის თავდაცვა, მოქალაქეების მონაწილეობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განტკიცებაში. არც მთავრობისთვის უკითხავს, არც კვლევა ჩაუტარებია, რამდენად ეფექტურია ქვეყნის დაცვისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახური, არც ის გამოუკითხავს სარეზერვო სამსახურისთვის, რამდენად აუცილებელია, რომ მოქალაქეები ჩართულნი იყვნენ სამხედრო სავალდებულო სამსახურში. ეს არის პოპულისტური კანონპროექტი, რომლის უკანაც არ არსებობს პასუხისმგებლობა. ალბათ, ამ კაცმა არ იცის,თავდაცვის სფერო და რაღაც თინეიჯერული გამოკვლევების საფუძველზე დაწერა ეს კანონპროექტი".

 

წყარო: გაზეთი "ალია"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: