დავით სერგენკო: პრესასთან კომუნიკაციის პრობლემა გვაქვს

დავით სერგენკო: პრესასთან კომუნიკაციის პრობლემა გვაქვს

"საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და პრესას შორის კარგი კომუნიკაცია არ არის, რამაც გამოიწვია ეს გაუგებრობა", _ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგენკომ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.


"მისი განმარტებით, არანაირი უთანხმოება სამინისტროს აპარატში არ არსებობს. სამინისტრო მუშაობს უკეთ, ვიდრე ადრე. შემუშავებულია გეგმა დევნილთა დახმარების კუთხით, რომლის მიხედვითაც 6-7 თვის ბინის ქირა დევნილების იმ ნაწილს, რომელთაც ძალიან უჭირთ დაიფარება. ასეთი კი 6000 ადამიანია. რაც შეეხება დევნილების სრულ რაოდენობას, ისინი 3500-ს შეადგენენ. არსებული გეგმის მიხედვით, 7 თვის შემდეგ სოციალური დახმარება გაიზრდება, რის საფუძველზეც ეს ადამიანები თავადვე მოაგვარებენ საკუთარ ფინანსურ პრობლემებს", _ განმარტავს დავით სერგენკო.


ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, შემცირებულია გაფიცულთა რაოდენობა. სამინისტროს გააჩნია კარგი მონაცემთა ბაზა, რომელიც გადამოწმებას არ საჭიროებს. ყველა გეგმა გამოხატულია ციფრებში და გრაფიკებში.


რაც შეეხება "რეზონანსის" ინფორმაციას მინისტრის გადადგომის შესახებ, დავით სერგენკო თხოვს "რეზონანსის" ჟურნალისტს, დაუსახელოს წყარო, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკითხში გარკვევა უჭირს.


შეგახსენებთ, რომ დღეს გაზეთმა "რეზონანსმა" გაავრცელა ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგენკოს მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ. ამ ინფორმაციას ხსენებული გაზეთი 2 სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: