„ედუარდ შევარდნაძე უნდა გასამართლდეს!“
ედუარდ შევარდნაძე ნომერ პირველი ტერორისტია და ის უნდა გასამართლდეს.
ამის შესახებ მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე საუბრობს.
მისი თქმით, მაშინ, როცა პარლამენტი პოლიტპატიმრების საკითხს განიხილავს, არ უნდა დაგვავიწყდეს ედუარდ შევარდნაძის ტერაქტში ბრალდებული პატიმრები.
„ესენი არიან პატრიოტები, რომლებსაც უნდოდათ მოღალატე შევარდნაძის რეჟიმისა და „მხედრიონის“ დასრულება. შევარდნაძის მიმართ განხორციელდა სამხედრო ოპერაცია და არა ტერაქტი. ამ ოპერაციის მთავარი ორგანიზატორები, მათ შორის, გურამ აბსანძე უკვე გარეთ არის და ამიტომ პატრიოტები, რომლებიც სასჯელს იხდიან, უნდა გათავისუფლდნენ. შევარდნაძემ რუსეთს პირდაპირი გარიგებით გადასცა აფხაზეთი. მართალია, 80 წლის კაცს ციხეში ვერ ჩავსვამთ, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდეს მისი საჩვენებელი გასამართლება“, - განაცხადა ბრეგაძემ.
შეგახსენებთ, რომ 1997 წელს მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ სევარდნაძეზე განხორციელებულ ტერაქტში ბრალდებულები სასჯელს რუსთავის პირველ დაწესებულებაში იხდიან.