ალეკო ელისაშვილი: ბიუჯეტი ჩინოვნიკების ღაბაბების დასქელებაზე არ იქნება ორიენტირებული!

ალეკო ელისაშვილი: ბიუჯეტი ჩინოვნიკების ღაბაბების დასქელებაზე არ იქნება ორიენტირებული!

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იმედოვნებს, რომ თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი მოსახლეობაზე იქნება გათვლილი.

 

ამის შესახებ ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

"იმედია, რომ წელს მაინც იქნება ქალაქზე და ამ ქალაქის მოსახლეობაზე გათვლილი ბიუჯეტი და არა ჩინოვნიკების კისრების და ღაბაბების დასქელებაზე ორიენტირებული. რადგან, შარშანდელი ბიუჯეტი მხოლოდ ამას ემსახურებოდა და ეს აითვისეს წარმატებულად", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

 

საკრებულოში დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი დღეს უნდა გადააგზავნონ. უმრავლესობის ინფორმაციით, ბიუჯეტი სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იქნება ორიენტირებული. დედაქალაქის მერიაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ როგორი იქნება მთავარი საფინანსო დოკუმენტის პარამეტრები. თბილისის მთავრობას სწორედ დღეს ეწურება ვადა პროექტის საკრებულოში გადასაგზავნად.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: