კახა მიქაია: ხელისუფლება ირმა ინაშვილთან მოლაპარაკებებზე უნდა წავიდეს!

კახა მიქაია: ხელისუფლება ირმა ინაშვილთან მოლაპარაკებებზე უნდა წავიდეს!

„ივერიონის“ პრესკლუბში ზუგდიდის საკრებულოს უფლებაშეწყვეტილმა წევრმა, კახა მიქაიამ ბრიფინგი ჩაატარა.  ბრიფინგზე მიქაია საგარეჯოში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებსა და თავდაცვის მინისტრ, თინა ხიდაშელის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, შუალედური არჩევნები, დემოკრატიის თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელიც კი არ არის:

 

„მე მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ შუალედურ არჩევნებში, „ტესტი დემოკრატიაზე“ ხელისუფლებამ ვერ ჩააბარა! ის სიტუაცია, რომელიც შექმნილია დემოკრატიის თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელიც კი არ არის.“

 

მიქაიას მიაჩნია, რომ ხელისუფლება „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან, ირმა ინაშვილთან მოლაპარაკებაზე უნდა წავიდეს:

 

„მე არ მეგონა, რომ ხელისუფლება ქალბატონ ირმა ინაშვილთან საერთო ენას ვერ გამონახავდა და სიტუაცია ასე დაიძაბებოდა. ძალიან კარგია ბატონი პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ირმა ინაშვილთან მოლაპარაკებაზე აუცილებლად უნდა წავიდეს. აგრეთვე, ის სასამართლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს უნდა დასრულდეს და ეს პროცესი  სამართლებრივ ჩარჩოში ჩაჯდეს.“

 

მიქაიას განცხადებით, მისთვის სრულიად გაუგებარია ოპონენტი პარტიის წინააღმდეგ მსგავსი  დაპირისპირებები და მათი „რუსეთის აგენტებად“  შერაცხვა:

 

„ასეთი დაპირისპირება ოპოზიციასთან, მათი რუსეთის აგენტებად შერაცხვა და იმის მტკიცება, რომ ირმა ინაშვილი „რუსული პროექტია“- ეს  „ნაციონალური“ რიტორიკაა. ისიც გასაკვირია, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს „რესპულბიკურ პარტიას“ ირმა ინაშვილთან. პირდაპირ ვიტყვი: „რესპუბლიკური პარტია“ „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე რესპექტაბელური და კვალიფიციური სუბიექტია.“

 

ბრიფინგის ბოლოს, მიქაია თავდაცვის მინისტრ, თინა ხიდაშელის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი კომენტარებიდა დამოკიდებულება სახელისუფლებო წრეებიდან ოპოზიციასთან მიმართებაში უხერხული და გაუგებარია.

 

მედეა შელია

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: