არჩილ ჭყოიძე: სანამ ევროპა თავის დანაშაულებს არ შეიგნებს და არ შეცვლის პოლიტიკას, კრიზისი უფრო გაღრმავდება!
საგარეჯოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ საზოგადოებამ იცოდა, რომ მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი მაშინ „ერეკლე მეორეს საზოგადოების“ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე იქნებოდა, რომელიც არც თავად მალავდა კანდიდატობის სურვილს და არა ერთ ინტერვიუშიც გაუჟღერებია ამის თაობაზე, მაგრამ არჩევნებზე არ დარეგისტრირდა. რამდენიმე დღის წინ კი კანცელარიასთან მიმდინარე შიმშილობის აქციის შეფასებისას, ახლა უკვე როგორც პარტია „ნეიტრალური - ევრაზიულისაქართველო" - თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ შეცდომა დაუშვა.
ამ საკითხზე არჭილ ჭყოიძეს „ივერიონი“ გაესაუბრა.
-თქვენ საგარეჯოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდით და შემდეგ გადაიფიქრეთ, თუმცა არსად დაგიფიქსირებიათ რატომ შეცვალეთ გადაწყვეტილება? რა იყო მიზეზი? უბრალოდ სხვა ოპოზიციური პარტიებივით ბოიკოტი გამოუცხადეთ თუ დარწმუნებული იყავით, რომ მაინც ხიდაშელი გაიმარჯვებდა?
-ბოიკოტი ნამდვილად არ გამომიცხადებია, პირველი, რაც ყველაზე მთავარი მიზეზი იყო, მე ვერ მოვახერხე ფინანსების მობილიზება. არავინ არ თქვას, რომ ფინანსების გარეშე შესაძლებელია ან წინასაარჩევნო კამპანია აწარმოო ან არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, მე მაინც შემეძლო ჩავრთულიყავი არჩევნებში და მიმეღო 10-15%, მაგრამ როცა ირმა ინაშვილმა დააყენა კანდიდატურა, რომელსაც ფინანსებიც გააჩნდა და საკმაოდ სერიოზული ტელევიზიის სატელევიზიო მხარდაჭერა „ობიექტივის“ სახით, ამიტომ გადავწყვიტე არ დავრეგისტრირებულიყავი და თუნდაც ხმების რაღაც ნაწილი არ წამერთმია და მიმეცა საშუალება სრულფასოვნად გაეწია წინააღმდეგობა არა სახელისუფლებო „ქართული ოცნების“კანდიდატისთვის, არამედ გაეწია წინააღმდეგობა და მოეგო „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატისთვის. მერე ყველამ დავინახეთ მოხდა გაყალბება, მაგრამ შეცდომები იყო დაშვებული „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდანაც. რომ არა ეს ფაქტორები ინაშვილს საკმაოდ დიდი ხმით უნდა მოეგო, მაგრამ ის თავიდანვე მზად უნდა ყოფილიყო 1000 ხმიანი გაყალბებისთვის.
-თქვენ თქვით, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ შიმშილობის აქციის გამოცხადების დროსაც შეცდომა დაუშვაო, რას გულისხმობთ?
-შიმშილობა ბოლო 25 წელია საქართველოში ასოცირდება უარესისკენ სვლისკენ და არა მარტო საქართველოში, ან თუ მაინც და მაინც პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მიმართავდნენ, ჩემი აზრით ჯერ უნდა დაეწყოთ შიმშილობა და როცა ნახავდნენ, რომ მტავრობის რეაგირება იქნებოდა ნული, მერე უნდა გამოეყვანათ ის ათასობით ადამიანი, რომ უკვე ხელისუფლებას დაენახა ხალხის ძალა. აი ამ დროს უნდა მოეთხოვათ ხიდაშელის და აგულაშვილის თანამდებობიდან გადადგომა. კიდევ ერთი შეცდომა, მე ვფიქრობ ეს ხალხი უნდა მისულიყო „რესპუბლიკური პარტიის“ ოფისთან, რათა მთელ მსოფლიოს დაენახა, რომ ამ პარტიის მიმართ საზოგადოების უდიდეს ნაწილში არის ანტიპატია და არ არსებობდეს არა მხოლოდ როგორც პარტია, არამედ მისი წევრები არც პარლამენტში იყვნენ და არც საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. 10 კაციდან 8 გეტყვით, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული, მოღალატეობრივი პარტია.
მე არა მგონია, რომ შიმშილობის აქციამ რაიმე სახის შედეგი გამოიღოს და მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.პირიქით, ნელ-ნელა მიჩუმდება ეს პროტესტი და ხიდაშელი შევა პარლამენტში, ის მუხტი კი, რომელიც იყო იმ დღეს რუსთაველზე-დაიკარგება.
-მოშიმშილეები მხოლოდ არჩევნების გაყალბებას არ აპროტესტებენ, ისინი საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანას მოითხოვენ, როგორც ამას 12 ოპოზიციური პარტია მოითხოვს, რამდენადაც ვიცი, თქვენი პარტია აპირებს 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, არ ფიქრობთ, რომ კანონი შესაცვლელია?
-საარჩევნო გარემოს შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობდნენ სხვა პარტიები და შუალედურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, „პატრიოტთა ალიანსმა“ კი მიიღო მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა რა საარჩევნო გარემოში მოუწევდა ხიდაშელთან ოპონირება, რომ მოეგო ინაშვილს ეს არჩევნები, საინტერესოა მაშინაც იტყოდა, რომ საარჩევნო გარემო შესაცვლელია?
-როგორ შეაფასებთ საფრანგეთის ტერაქტს და თქვენი აზრით, ექნება თუ არა ტერაქტების სერიას გაგრძელება?
-პირველ რიგში მინდა სამძიმარი ვუთხრა დაღუპულთა ოჯახებს. ეს დიდი ტრაგედიაა, მაგრამ ევროპა იმკის იმას, რაც დათესა. რეალურად მთელი დასავლეთი იმკის იმას, რაც დათესა კადაფის მიმართ, ერაყის მიმართებით, ავღანეთის მიმართებით, აბა კარგად გავიხსენოთ, რა სახელმწიფო იყო იგივე ერაყი, მართალია იქ იყო დიქტატორული ხელისუფლება, მაგრამ ერთმანეთის გვერდით ისე ცხოვრობდნენ სუიტები, შიიტები, ქრისტიანები, ქურთები და სხვა, არ ყოფილა არა თუ ტერაქტები, არამედ ეთნიკური დაპირისპირებაც კი და იყო მშვიდობიანი ცხოვრება. გავიხსენოთ კადაფის მაგალითიც,სადაც მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ქრისტიანები და მუსლიმები, ასევე სხვადასხვა რელიგიური დაჯგუფებები, ეს ყველაფერი არია ამერიკამ და რა თქმა უნდა ხელი შეუწყო ევროპამ, რამაც მოგვცა დღევანდელობა და ამდენი მიგრანტი დაიძრა ევროპისკენ. შეიქმნა უამრავი ტერორისტული დაჯგუფება და მათ შორის „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც მთლიანად აშშ-სგან და ამას არც არავინ არ უარყოფს, თვითონ ამერიკელებიც კი. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მისცეს სატრანსპორტო დერეფნები იმისთვის, რომ იგივე ნავთობი გაეყიდათ ევროპაშიც, თურქეთშიც. ასე რომ , ევროპამ მიიღო პასუხი იმაზე, რაც დათესეს. ცუდი ისაა, რომ ეს პროცესი ასე მარტივად არ შეჩერდება. ამას უნდა დაუპირისპირდეს თავად ევროპა და აღიაროს, რომ უდიდესი შეცდომა იყო ერაყის განადგურება, უდიდესი შეცდომა იყო და არის ავღანეთში შეჭრა, კადაფის განადგურება, სერბეთის დანაწევრება და განადგურება. სანამ ევროპა თავის დანაშაულებს არ შეიგნებს და არ შეცვლის პოლიტიკას, კრიზისი უფრო გაღრმავდება.
-ევროპარლამენტისდეპუტატმა, მომხსენებელმასაქართველოსსაკითხზეანდრეიმამიკინსმააზერბაიჯანულსააგენტო "ტრენდთან" საუბარშიგანაცხადა:-„არგამოვრიცხავ, რომზოგიერთმაქვეყანამლტოლვილთამიღებისსურვილიგამოთქვას. ჩემიმოსაზრებით, საქართველოს, ევროკავშირისპოლიტიკასთანსოლიდარობისდემონსტრირებისმიზნით, შეუძლიარამდენიმეადამიანისმიღებამაინც". მის ამ მოსაზრებას თქვენგან მწვავე შეფასება მოჰყვა, როგორ ფიქრობთ, რამდენად გამოთქვამს ასეთ სურვილს საქართველო და ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, ხომ არ მოჰყვება მდგომარეობის დამძიმება და რა საფრთხეს ხედავთ?
-ქვეყანას, რომელსაც 300 ათასზე მეტი საკუთარი დევნილი ჰყავს, რომლის უმრავლესოდა დაუკმაყოფილებელია და სოციალურად დაუცველი, არ აქვს საცხოვრებელი, ამის ფონზე მივიღოთ სხვა ქვეყნის დევნილები, თუნდაც ყველაზე მშვიდობიანები, ნამდვილად მიზანშეუწონელია. გარდა ამისა, საფრთხეც დიდია, ჩვენ გვახსოვს სოციალურ ქსელში გავრცელებული სურატები იმ დევნილების, ძველი ფოტოების წაშლა რომ დაავიწყდათ და ყველამ ნახა ისინი იარაღასხმულები და ტერორისტების დაჯგუფებებში. ამ თემის განხილვასაც კი არ უნდა ჰქონდეს ადგილი საქართველოში, ჩვენ ჩვენს დევნილებს უნდა მივხედოთ. ჩვენი მტავარი ინტერესი უნდა იყოს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მოსახლეობის უსაფრთხოება. კიდევ ერთი, ჩვენ რომ საკუთარ ქვეყანაში დევნილები გვყავს და ამ ადამიანებს საკუთარი სახლების დატოვება მოუხდათ, სწორედ ამერიკის და ევროპის ბრალია, როცა წააქეზა საქარტველოს ხელისუფლება ჯერ 90-იან წლებში და მერე 2008 წელს სააკაშვილს ოსეთში, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
-როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია საფრთხე საქართველოსთვის და მთლიანად კავკასიისთვის, გახსოვთ ალბათ, ამ რამდენიმე დღის წინ ჯიხადისტებმა საქართველოს მუქარის მიმართვა გამოუგზავნეს.
-არ არის გამორიცხული ეს საფრთხე ჩვენს ქვეყანასაც მოადგეს. წარმოიდგინეთ, თუ საფრანგეთში ხდება ასეთი ტერაქტი, სადაც სპეცსამსახურები და ძალოვანი სტრუქტურები უფრო კარგად არიან მომზადებულები ვიდრე საქართველოში, შესაძლებელია უდიდესი საფრთხის წინაშე დავდგეთ ჩვენც. ახლა უნდა გამკაცრდეს კონტროლი საზღვრებზე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რადიკალურმა ისლამმა საქართველოში ფეხი არ მოიკიდოს.
-16 ნოემბერს, საქართველოსპარლამენტისეროვნულბიბლიოთეკაში, პარტია ,,ნეიტრალური - ევრაზიულისაქართველო" შეხვედრასგამართავსინტელიგენციისწარმომადგენლებთან. ვინ იქნებიან ეს ადამიანები და რა კონკრეტულ საკითხებზე იქნება მსჯელობა?
-მოწვეული იქნებიან პროფესორები, აკადემიკოსები, გაზეთების რედაქტორები, მედიცინის მუშაკები, მწერლები, პუბლიცისტები. ჩვენი ამ შეხვედრის მთავარი თემაა გაცნობა და იმ არასწორი ინფორმაციის გაბათილება, თითქოს, ჩვენ პრორუსული ძალა ვართ. ეს რ შეესაბამება სიმართლეს, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ, რომ რუსეთთან აუცილებელია ურთიერთობის ნორმალიზება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ფინეთი, იაპონია-მათ აქვთ დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ დიპლომატიურ ურთიერთობას არ წყვეტენ. უკრაინაც კი, რომელიც საომარ მდგომარეობაშია რუსეთთან არ წყვეტს დიპლომატიას. ყველას დაავიწყდა, რომ ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, რომლებმაც პირველებმა ვუთხარით რუსეთს, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაოუკიდებლობის აღიარება უდიდესი შეცდომა და დანაშაული იყო რუსეთის მხრიდან. ჩვენი მთავარი მიზანია საქართველო იყოს ნეიტრალური ქვეყანა, ჩვენს ტერიტორიაზე არ იდგეს არც რუსის და არც აშშ-ს ჯარი, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს გავითვალისწინოთ იგივე რუსეთის სტრატეგიული ინტერესები, ვინაიდან რუსეთი არის ზე-სახელმწიფო და მისი სტრატეგიული ინტერესები გასცდა კავკასიას. უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი რამ, პოლიტიკურ არენაზე შემოვიდა მესამე ძალა-ჩინეთი, რომელსაც საქართველოში აბრეშუმის გზა აინტერესებს, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ზე-სახელმწიფოები, რომ ნეიტრალური, მშვიდობიანი საქართველო გაცილებით მომგებიანი იქნება ყველა ამ სუბიწქტისთვის, ვიდრე რომელიმე ერთი მხარის, თუნდაც რუსეთის გვერდით მდგომი. ჩვენ უნდა დავუჯეროთ პატრიარქს და შევძლოთ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება. ამ შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა ესეც იქნება.