ფედერიკა მოგერინი: ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინის საფუძველი არსებობს!

ფედერიკა მოგერინი: ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინის საფუძველი არსებობს!

“ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწია ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბევრ ეტაპებში“- ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე სხდომაზე განაცხადა.

 

"ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ მიმართულ ძალისხმევაში.ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ევროკომისია, რასაკვირველია, 15 დეკემბერს გაგვაცნობს, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ კარგი და პოზიტიური მოლოდინის საფუძველი არსებობს.

 

ჩვენ ასევე მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველომ წარმატებით მიაღწია ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბევრ ეტაპობრივ მიზანს. ცხადია, აუცილებელია მუშაობის გაგრძელება დარჩენილი მიზნების მისაღწევად. როგორც ერთი კვირის წინ თბილისის ვიზიტის დროს აღვნიშნე, მართალია, მე ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ სახეზეა აშკარად პოზიტიური ტენდენციები,"- განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: